მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

access_time2019-06-18 20:00:21


ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.


ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა.


გამომძიებლების ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემა იყო კარგად ორგანიზებული  და ყველა დეტალი გააზრებული. ამის გამო დანაშაულებრივი დაჯგუფება დიდი ხნის მანძილზე  უპრობლემოდ ახერხებდა საქმიანობას.


საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთა ხდებოდა თავისებური გრაფიკით - კვირაში 3-4-ჯერ, 2-3 -კაციანი ჯგუფებისთვის.


იმისთვის, რომ აეროპორტის თანამშრომლებს არ გასჩენოდათ ეჭვები და შეკითხვები, არალეგალები ჩადიოდნენ არა საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან  - პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან და ა.შ.


დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ თელ-ავივის აეროპორტის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებიც, მათ შორის ისეთებიც, ვისაც ჰქონდათ წვდომა თვითმფრინავებთან - ისინი ხვდებოდნენ არალეგალებს და აცმევდნენ დამლაგებლების ყვითელ უნიფორმას.


შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ელოდებოდნენ მორიგეების შეცვლას - ზოგჯერ რამდენიმე წუთი, ზოგჯერ კი - რამდენიმე საათი და საბოლოოდ გადიოდნენ ქალაქში სამსახურეობრივი გასასვლელით, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე.


იქ  მათ ელოდებოდათ წინასწარ შეკვეთილი ტაქსი, რომელსაც მიჰყავდათ დანიშნულების ადგილამდე.


ეს რთული სქემა საკმაოდ ძვირადღირებული იყო - 8000 – 10000 დოლარი თითო ადამიანისგან.



პოლიციის გენერალმა ელი ასაიაგმა, რომელიც ხელმძღვანელობს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებას, განაცხადა, რომ ეს არაა პირველი მსგავსი შემთხვევა, აეროპორტის უნიფორმა ქვეყანაში არალეგალურად შესაღწევად ადრეც ფართოდ გამოიყენებოდა.


თუმცა, აქამდე პოლიცია აკავებდა მხოლოდ ცალკეულ არალეგალებს, ამჟამად კი აყვანილია მთელი დანაშაულებრივი ჯგუფი.


„ყველა ნიშნის მიხედვით, ეს იყო მაფიოზური სტრუქტურა, რომელიც მოქმედებდა ისე ორგანიზებულად და გააზრებულად, თითქის საუბარი იყო სამხედრო ოპერაციაზე,“ - განაცხადა გენერალმა.


მისი თქმით, დანაშაულებრივ ჯგუფს ჰყავდა თანამზრახველები საქართველოში, რომლებიც პოულობდნენ პოტენციურ არალეგალებს და აკონტროლებდნენ მათ თვითმფრინავში ჩასხდომამდე.


ჯგუფის წევრებს შორის ძალიან მკვეთრად და მკაცრად იყო გაყოფილი ფუნქციები  - ფულის მიღების უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა, აეროპორტში გადაადგილება, აეროპორტიდან დანიშნულების ადგილამდე არალეგალის ჩაყვანა, ბინების ქირაობა და ა.შ.


თელ-ავივის აეროპორტის ადმინისტრაციის თქმით, ეს საქმე არანაირად არ ეხება აეროპორტის საქმიანობას და ჯგუფის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდნენ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები.


ოფიციალური ინფორმაცია დაჯგუფების გამოვლენის თაობაზე გავრცელდა 17 ივნისს, როდესაც ისრაელის პოლიციამ დააკავა 6 ეჭვმიტანილი და დაკითხა 8. მათ ბრალად ედებათ 2017 წელს ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი ქსელის წევრობა.


წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა   ისრაელში ათასზე მეტი ქართველი არალეგალი შემოიყვანა.


საიდუმლო გამოძიება გრძელდებოდა რამდენიმე თვე. მასში მონაწილეობდნენ პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლები.


როგორც ცნობილია, 2017 წლის 17 ოქტომბრიდან ისრაელში  მოქმედებს ახალი წესი, რომელიც იძლევა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფარის მოთხოვნის სწრაფი განხილვის და შემდეგ მათი ასევე სწრაფი დეპორტაციის საშუალებას.


ასეთი ნორმის შემოღების მიზეზი გახდა ის, რომ არალეგალები, რომლებიც ხშირად ისრაელში  კანონიერი გზით შემოდიან, მაგალითად, როგორც ტურისტები, შემდეგ ითხოვენ თავშესაფარს. ვიდრე მოთხოვნა განიხილება სახელმწიფოს არა აქვს მთხოვნელის დეპორტაციის უფლება.


ისრაელის შსს-ს მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში იმყოფება 2-ჯერ მეტი არალეგალი უკრაინიდან და საქართველოდან, ვიდრე აფრიკის ყველაზე ღატაკი ქვეყნებიდან.  თავშესაფარის მთხოვნელთა კატასტროფული ზრდა აფერხებს ისრაელის მიგრაციის სამსახურის ნორმალურ მუშაობას, შესაბამისად, მოთხოვნების განხილვა გრძელდება თვეების მანძილზე, ამ დროს კი ეს ადამიანები, უკეთეს შემთხვევაში, იმყოფებიან ისრაელის მთავრობის კმაყოფაზე.


ოფიციალური თელ-ავივის პოლიტიკის გადახედვა მოხდა იმის შემდეგ, რაც მთავრობამ მიიღო საექსპერტო დასკვნები იმის თაობაზე, რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან საშიში ქვეყნებში და იქ მოქალაქეებს არ ემუქრება  პოლიტიკური, თუ სხვა ფაქტორების გამო დევნა. ხოლო ეკონომიკური გაჭირვება ვერ ჩაითვლება თავშესაფარის მიღების მიზეზად.



Vesti.co.il






რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up