„მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესიც არ დაწყებულა, 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა ფანტასტიკის სფეროა“ -  პაატა ბაირახტარი

„მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესიც არ დაწყებულა, 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა ფანტასტიკის სფეროა“ - პაატა ბაირახტარი

access_time2021-02-14 10:00:21

„ეკონომიკური გუნდიც და საბიუჯეტო კომიტეტიც ყველა ეკონომიკურ პრობლემას კორონავირუსით ხსნიან და ყველაფერს კორონავირუსს აბრალებენ.“ - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა პროფესიონალებში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიენტმა პაატა ბაირახტარმა ისაუბრა.

 

მისი განცხადებით 2019 წლამდე მთლიან შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 წლის განმავლობაში ერთ ნიშნულზე იყო და არ იცვლებოდა. რაც შეეხება ეკონომიკის 4,3 %-იან ზრდას პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ ეს ფანტასტიკის სფეროა, რადგან ქვეყანაში ჯერ ვაქცინაციის პროცესიც კი არ დაწყებულა.

 

„მსოფლიოს 72 ქვეყანას ვაქცინაცია უკვე დაწყებული აქვს, ამ 72 ქვეყნიდან დაახლოებით 15-მა ქვეყანამ თავის მოსახლეობის 60%-ზე მეტი აცრა, ეს იმ რეალობაში როდესაც ჩვენთან უბრალოდ ჯერ დაანონსებულია, რომ დაახლოებით თებერვლის ბოლოსკენ შემოვა 27 000 დოზა ვაქცინა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის 0,5% -თვის არის სამყოფი. ეს რეალობა გვაქვს ვაქცინასთან დაკავშირებით და ამას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ვაქცინაცია ეკონომიკის გახსნასთან მჭიდრო კავშირშია“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

 


ბაირახტარის განმარტებით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რომელიც ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა საქართველოს ექნება 4%-იანი ეკონომიკური ზრდა, ნეგატიური პროგნოზით კი ეს მაჩვენებელი 1%-ია.

 

„სავალუტო  ფონდის პროგნოზით ჩვენ გვექნება 4,3% იანი ეკონომიკური ზრდა , რომელიც ბიუჯეტში  ჩადებულ ეკონომიკურ  ზრდასთან  თანხვედრაში მოდის, მაგრამ საგულისხმოა რომ ეს პროგნოზი  გამოქვეყნებულია მანამ სანამ  ჩვენ ლოქდაუნის მეორე ტალღას ავამოქმედებდით. ახლა როცა ჩვენ ვნახავთ სავალუტო ფონდის მიერ განახლებულ  პროგნოზს ის  ნეგატიურისკენ იქნება დაძრული. ჩვენ პირველი კვარტალი მნიშვნელოვანი ლოქდაუნის პირობებში გავლიეთ, სამი კვარტალი გვრჩება, ამ  სამი კვარტალში ბევრი დაშვების გაკეთება შეიძლება, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეკონომიკას სრულად ზაფხულამდე  ვერ გავხსნით. ზაფხულში რა მიმართულებით გაიხსნება ეკონომიკა და როგორი იქნება ტურიზმის მდგომარეობა არ ვიცით.

 

ეკონომიკაში 12%-ის კონტრიბუცია უჭირავს  ტურიზმს და ესეთ რეალობაში, როდესაც პირველი კვარტალი უკვე  დაკარგულია 4,3% ეკონომიკურ ზრდაზე  საუბარი  არის  ზღაპარი და  ფანტასტიკის  სფერო და  ამის მიღწევა მიმდინარე წელს გამორიცხულია“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

 

კითხვაზე თუ როგორ  იმუშავა  საქართველოს ეკონომიკაზე შიდა ტურიზმმა პაატა ბაირახტარის თქმით, 2020 წელს ზაფხულის კურორტებმა შიდა ტურიზმის ხარჯზე მეტნაკლებად იმუშავა და ადამიანებს  საშუალება მიეცათ სახლში ლუკმაპური შეეტანათ, თუმცა მისი თქმით, ზამთრის  კურორტებს ამის  საშუალებაც  არ მიეცათ და შიდა ტურიზმის ხარჯზეც ვერ იმუშავეს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up