მაშინ, როდესაც  ქვეყანაში პირბადეების უმწვავესი დეფიციტია „ჰუალინგ ჯგუფმა“  სამედიცინო ნიღბების დიდი პარტია ჩინეთში გაიტანა

მაშინ, როდესაც ქვეყანაში პირბადეების უმწვავესი დეფიციტია „ჰუალინგ ჯგუფმა“ სამედიცინო ნიღბების დიდი პარტია ჩინეთში გაიტანა

access_time2020-03-20 13:00:40

მაშინ როცა ქვეყანაში პირბადეების უმწვავესი დეფიციტია „კომერსანტის“ ინფორმაციით „ჰუალინგ ჯგუფმა“ პირბადეების დიდი პარტია ჩინეთში გაიტანა. მედიაჰოლდინგმა გაარკვია, რომ ერთ-ერთმა მსხვილა ინვესტორმა საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფმა“ პირბადეები ევროპის ქვეყნებში შეიძინა, საქართველოში ჩამოიტანა და ექსპორტი განახორციელა ჩინეთში, კერძოდ ურუმჩის მიმართულებით. დამატებით დეტალების გასარკვევად კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომელმაც კითხვების გადაგზავნა გვთხოვა:

 

1.   რა რაოდენობის პირბადის ექსპორტი განახორციელეთ ჩინეთში?

2.  როდის განახორციელდა ექსპორტი?

3.  რა თანხას შეადგენდა ტვირთის ოდენობა? 

4. ვინ შეუკევთა პირბადეები?

5. ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება თუ კომერციული საქმიანობა?

6. უხერხულობას ხომ არ გიქმნით ის ფაქტი, რომ როდესაც ქვეყანაში პირბადეების უმწვავესი დეფიციტია თქვენ პირბადეები ექსპორტზე გაგაქვთ?

7.  ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხომ აპირებთ საქართველოსთვისაც შემოიტანოთ პირბადეები? ( დადებითი პასუხის შემთხვევაში როდის და რა რაოდენობის)



სწორედ ეს კითხვები გადავუგზავნეთ „ჰუალინგ ჯგუფს“, თუმცა კომპანიისგან პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე პასუხებით არ აქვთ და როცა შეძლებენ პასუხის გაცემას თავად დაგვიკავშირდებიან.

 

ჩვენს კითხვებს, არ უპასუხეს თუმცა სოციალურ ქსელში 6 მარტს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „ჰუალინგ ჯგუფმა“ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი გადასცა. მათივე ინფორმაციით,  ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაკრები მოიცავს ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონს, FFP2 ტიპის რესპირატორს, დამცავ სათვალეს, ბიოლოგიური უსაფრთხოების ბახილს და ხელთათმანს.

 

შეგახსენებთ, რომ კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“  1988 წ. ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში დაარსდა. კორპორაციის ძირითადი  საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას;  სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტების განხორციელებას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის  პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას.

 

„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და შემდეგი 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა:

 

  • თბილისის ზღვის ახალი ქალაქი
  • თბილისის ზღვის პლაზა
  • ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი
  • ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
  • ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი
  • სასტუმრო ფანდი
  • ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში
  • ხე–ტყის ბიზნესი


საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი  500 მლნ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3,000-ს აღემატება.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up