„ჯევერს დეველოპმენტი“ გარე სარეკლამო ბაზრის მონოპოლიაზე - „მას შემდეგ რაც „ალმამ“ შეისყიდა „აუთდორ.ჯი“, ამ ბაზარზე ოპერირება შეუძლებელია“

„ჯევერს დეველოპმენტი“ გარე სარეკლამო ბაზრის მონოპოლიაზე - „მას შემდეგ რაც „ალმამ“ შეისყიდა „აუთდორ.ჯი“, ამ ბაზარზე ოპერირება შეუძლებელია“

access_time2019-04-30 12:00:42


შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვარშალომიძე „კომერსანტთან“ გარე სარეკლამო ბაზრის მონოპოლიასა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ბიზნესმენს კომპანია „აუთდორ.ჯი“-მ შეუქმნა.



როგორც ცნობილია, შპს „აუთდორ.ჯი“ 2014 წელს გაიყიდა და მისი მფლობელი „ვისოლ ჯგუფი“-ს შვილობილი კომპანია, შპს „ალმა“ გახდა. „აუთდორ.ჯი“ 2009 წლიდან ექსკლუზიურად ფლობს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას თბილისში.


აქედან გამომდინარე, როგორც ირაკლი ვარშალომიძე აცხადებს, „ჯევერს დეველოპმენტმა“ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების მოთხოვნით ექსკლუზიური ნებართვის მქონე კომპანიას რამდენჯერმე მიმართა.


„ჩვენ რამდენჯერმე წერილობით მივმართეთ „აუთდორ.ჯი“-ს, თუმცა, არცერთ წერილზე პასუხი არ მიგვიღია. ნებართვის მოპოვების მიზნით, რამდენიმე შეხვედრა გვქონდა „ვისოლ ჯგუფის“ და „ალმას“ წარმომადგენლებთან, თუმცა, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ისინი არ განიხილავენ ნებართვის გაცემის საკითხს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კომპანიას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან მიღებული აქვს მშენებლობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც თბილისში, რამიშვილის ქუჩა N20-ში (ჩოგბურთის კორტებთან) ავაშენეთ სარეკლამო კონსტრუქცია. საუბარია, ერთ სარეკლამო ბილბორდზე. თუმცა, „აუთდორ.ჯი“-სგან დღემდე ვერ ხერხდება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვება. უარის მიზეზი კი შემდეგია - კომპანიის მესვეურებს არ სურთ სხვა კომპანიების ბაზარზე შესვლა, რომლებიც მათ დომინირებულ მდგომარეობას ხელს შეუშლიან.


ხელოვნურად ქმნიან ბარიერებს, არ აძლევენ სხვა კომპანიებს ბაზარზე შესვლის საშუალებას, უარს აცხადებენ ხელშეკრულების გაფორმებაზე. არის შემთხვევები, როდესაც ისინი სხვა კომპანიებს (ან მათ კონსტრუქციებს) ყიდულობენ, ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი კონსტრუქციების მესაკუთრეებს მისცენ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. იმის გათვალისწინებით, რომ „აუთდორ.ჯი“ პრინციპულად არ გასცემს გარე რეკლამის განთავსების ნებართვებს, კონსტრუქციების მესაკუთრე კომპანიებს რჩება მხოლოდ ერთადერთი გზა - მიყიდონ თავიანთი აქტივები მონოპოლისტ კომპანიას, საბაზროზე დაბალ ფასად. ჩვენს შემთხვევაშიც მოლაპარაკებები ამ მიმართულებით წავიდა.


„ალმას“, როგორც „აუთდორ.ჯის“ მფლობელ კომპანიას სურვილი ჰქონდა ჩვენგან რამიშვილის ქუჩაზე აშენებული სარეკლამო კონსტრუქცია შეესყიდა. გარიგება ვერ შედგა, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული ნასყიდობის ფასი საბაზრო ფასზე საგრძნობლად დაბალი იყო. მეორეს მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კონსტრუქციის გაყიდვა. კონსტრუქციის აგება მოხდა გრძელვადიანი სარეკლამო საქმიანობის განხორციელების მიზნით. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, მათი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ნებართვას არ მოგვცემდნენ. უფრო მეტიც, ამ საკითხს არც კი განიხილავდნენ. არადა, კანონით, უფლება გვაქვს, რომ მოვითხოვოთ ნებართვა, განვათავსოთ და ვაკეთოთ სარეკლამო საქმიანობა. ისინი ამაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ,“- აცხადებს ვარშალომიძე. 



თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე სარეკლამო კონსტრუქციის მშენებლობა 2018 წლის ოქტომბერში დასრულდა, ნოემბრიდან კი მოლაპარაკებები დაიწყო „აუთდორ.ჯი“-სთან რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვების მიზნით, თუმცა, უშედეგოდ. სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანია შპს „ჯევერს დეველოპმენტმა“ კონკურენციის სააგენტოს მიმართა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტზე.


„ჩვენი კანონმდებლობა მონოპოლიებს არ კრძალავს. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, რომელიც მოპოვებული აქვს „აუთდორ.ჯი“-ს კანონთან შესაბამისობაშია. ამასთან დაკავშირებით ჩვენს კომპანიას პრეტენზია არ გააჩნია. პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ არ მოხდეს ნებართვის მფლობელი კომპანიის მიერ მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ჩვენი აზრით, კომპანია ბოროტად სარგებლობს ამ მდგომარეობით, რადგან უარს აცხადებს ჩვენთან მოლაპარაკებებზე და ნებართვის გაცემაზე,“  აღნიშნავს ვარშალომიძე. 


მისივე განცხადებით, ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც  ბადებს ახალ იდეებს, ქმნის ხელმისაწვდომ ფასებს, საქმდება უფრო მეტი ადამიანი. ბაზარი კონკურენტულია მაშინ, როდესაც ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიები არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არ ხდება ხელოვნურად საბაზრო პირობების დადგენა, კლიენტს აქვს შესაძლებლობა არჩევანი და შედარება გააკეთოს რამდენიმე კომპანიას შორის, რაც ასეთი მოცემულობით შეუძლებელია.


ირაკლი ვარშალომიძე ბათუმის საქმეს იხსენებს, სადაც ნებართვის მფლობელი კომპანია შპს „აჯადი“-ა. სარეკლამო კომპანია „პიქსელი“ (www.pxl.ge) ბათუმის სარეკლამო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და ბოლო წლებია აქტიურად ნერგავს ციფრულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ხელოვნური ბარიერების შექმნის სურვილი აჯადსაც ჰქონდა.


„2016 წლის ნოემბერში, ბათუმის მერიამ შპს „აჯადს“ აუქციონის გარეშე, გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური ნებართვა 5 წლის ვადით გაუხანგრძლივა. ამ კანონდარღვევაზე მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც დაადგინა კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა და ბათუმის მერიას მისცა რეკომენდაცია გაეუქმებინა ხელშეკრულება შპს „აჯადთან“ და აუქციონი თავიდან ჩაეტარებინა. მათ ეს დარღვევა დღემდე არ გამოასწორეს და ბაზარი ისევ მონოპოლიზებულია. აუთდორ.ჯისგან განსხვავებით, „აჯადი“ პირდაპირ უარს არ ამბობს ხელშეკრულების გაფორმებაზე. თუმცა, მათთან ხელშეკრულების გასაფორმებლად და ნებართვების მოსაპოვებლად 1 წლიანი დავა მაინც დაგვჭირდა,”- აცხადებს ვარშალომიძე. 


მისი განმარტებით, თბილისში, შპს „ალმა“ და „აუთდორ.ჯი“ ბაზრის 70%-ზე მეტს ფლობს (თუმცა, დეტალურად ეს საკითხი შესასწავლია), ხოლო ბათუმში, კომპანია „აჯადი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები ბაზრის 80%-ს ფლობენ.


„2014 წლიდან, მას შემდეგ რაც „ალმამ“ შეისყიდა აუთდორ.ჯი და გახდა „გარე რეკლამის ნებართვის” არაპირდაპირი მფლობელი, აქტიურად დაიწყო მუშაობა პატარა კომპანიების შეერთებაზე. იმ კომპანიების დამფუძნებლები თავიანთი ნებით არ გაყიდდნენ კომპანიებს თუ ექნებოდათ თავისუფლად ოპერირების შესაძლებლობა. ფაქტობრივად, მას შემდეგ რაც „ალმამ“ შეისყიდა „აუთდორ.ჯი“, შეუძლებელი ხდება ამ ბაზარზე ოპერირება, ნებართვებს მხოლოდ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს აძლევენ,“  აღნიშნავს ვარშალომიძე. 


შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელი სარეკლამო ინდუსტრიის ტენდეციებსაც განიხილავს და აცხადებს, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა ბაზარზე. ტრადიციულ ბილბორდებს ეტაპობრივად ანაცვლებს ციფრული ბილბორდები, რომლებსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს მომხმარებელზე გავლენის კუთხით. ბეჭდვითი და სატელევიზიო მედია საშუალებები ნაწილობრივ ჩაანაცვლა ონლაინ რეკლამამ, ხოლო გარე რეკლამა მაინც ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას და რჩება სარეკლამო აქტივობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად.


„კომერსანტი“ დაუკავშირდა „ალმას“ და „აუთდორ.ჯის“  მფლობელ „ვისოლ ჯგუფს“. კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 


სოფო ქსოვრელი 





„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო
access_time2020-03-31 17:00:09
„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო. კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. „ბადაგონში“ განმარტავენ, რომ ეს პროდუქტი სრულად...

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...


მსგავსი სიახლეები

up