მარტყოფში 3 ისტორიული ციხე ინგრევა - “კომერსატის“ მიმართვის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ციხეების მდგომარეობით დაინტერესებას დაგვპირდა

მარტყოფში 3 ისტორიული ციხე ინგრევა - “კომერსატის“ მიმართვის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ციხეების მდგომარეობით დაინტერესებას დაგვპირდა

access_time2019-08-16 17:00:27

სვანური კოშკების დანგრევასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებისა და მედიაში სისტემატიური გაშუქების შემდეგ „კომერსანტს“ მარტყოფის მაცხოვრებელი დაუკავშირდა, რომელმაც გვთხოვა დავინტერესდეთ მარტყოფის 18-ე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელიც წლებია ინგრევა და ყურადღებას არავინ აქცევს. 


როგორც ბუჩა ზაზუნიშვილი ამბობს, სამი ისტორიული ძეგლი - თუშმალაშვილების, ძამაშვილებისა და შინჯიკაშვილების ციხეები - საგანგაშო მდგომარეობაშია, ამათგან ერთერთი, “ძამაშვილების ციხე“ უკვე ბოლომდე დანგრეულია და ამ დრომდე ძეგლების რესტავრირებაზე არავის უფიქრია.


„ეს ციხეები აშენებულია მე-18 სს.ში და არის მტრისგან თავდაცვითი საგვარეულო ციხეები. არქიტექტურულად თუშმალიშვილების ციხე წარმოადგენს ქართლ-კახეთში გავრცელებული ციხის უნიკალურ ნიმუშს და მას მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვა აქვს. სწორედ აქ იდგა ერეკლე მეფე აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აღებისა და შავი ჭირის დროს. თუშმალაშვილების ციხე ამ ეტაპზე მთლიანად დანგრეულია, შინჯიკაშვილების ციხე დაზიანებულია და დროულ რეაგირებას საჭიროებს, ხოლო ძამაშვილების ციხე უპატრონობით თავიდან ბოლომდე დანგრეულია და მისგან აღარაფერი დარჩა.


როცა სვანეთში ერთი კოშკის დანგრევაზე ტელევიზია ერთი კვირაა სიუჟეტს ამზადებს,  მარტყოფის ციხეებზე კი არავინ საუბრობს, რომელიც 10 წელზე მეტია ასეთ მდგომარეობაშია. მიხარია სხვა ძეგლების განახლების ამბავი, მაგრამ მარტო ხევსურეთი და უშგულია საქართველო?“ - ამბობს ადგილობრივი.


თუშმალაშვილების ციხე (ჩამონგრევამდე)



თუშმალაშვილების ციხე (ჩამონგრევის შემდეგ)


შინჯიკაშვილების ციხე



ძამაშვილების ციხე დღეს


ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ თუშმალაშვილების ციხის პრობლემების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა აღდგენის პროცესები ჯერ არ დაწყებულა.


ბატონო ნიკოლოზ, გადაუდებელი რესტავრაციის საჭიროების მქონე ისტორიული ძეგლების  - თუშმალაშვილების, ძამაშვილებისა და შინჯიკაშვილების ციხეების მდგომარეობის შესახებ არის თუ არა თქვენთვის ცნობილი და თუ კი, მაშინ რა კეთდება ძეგლთა დაცვის სააგენტოში?


თუშმალაშვილების ძეგლის საკითხი დიდი ხანია დგას დღის წესრიგში.  რაღაც პროექტიც იყო დაგეგმილი და მოვიკითხავ ახლა რა ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე ბევრი ძეგლი კეთდება, ბევრიც საჭიროებს ასევე გადაუდებელ ჩარევებს, მაგრამ ვერცერთი ადამიანური რესურსი ვერ გაწვდება ამ რაოდენობას. თქვენი მომართვის შემდეგ, მე ამ კოშკებით დავინტერესდები აუცილებლად, გავუშვებ ჯგუფს, რომ უფრო დეტალურად იყოს შესწავლილი მათი მდგომარეობა და  გადაუდებელი ჩარევების საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს პროცესები. ერთ თვეში შეგვიძლია კონკრეტული პასუხი მივიღოთ.


შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე მარტყოფის ციხეები  და სხვა ისტორიული ძეგლების მდგომარეობა არ არის შესწავლილი?


თუშმალიშვილების ციხე მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და იქ  იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ მისი რესტავრაცია ფიზიკურად შეუძლებელი იყო.  უნდა მომხდარიყო მისი დაშლა და ახლიდან აწყობა. მე ამ დეტალებს დავადგენ, დანარჩენ ორ კოშკზე ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას და გავუშვებ აუცილებლად ჩვენს სპეციალისტებს, რათა შეისწავლონ ეს ციხეები.  


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-განახლებისთვის წელს  რა თანხაა ბიუჯეტით გათვალისწინებული ?


სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 9 მილიონი ლარია, რითიც მიმდინარეობს 100 ძეგლის რეაბილიტაცია და ამას ემატება „ფონდი ქართუს“  17 მილიონი ლარი,  რითაც მიმდინარეობს 150 ძეგლის რებილიტაცია. მათ შორისაა ისეთი ძეგლები როგორებიცაა აწყური, კუმურდო, ნოქალაქევი, უჯარმის ციხე და ა.შ.


როგორ განისაზღვრება პრიორიტეტული ძეგლების სია, რომლებსაც რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს?


ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია არის აღმატებული ხარისხი კულტურულ მემკვიდრეობაში და სწორედ ამით განისაზღვრება რომელი ძეგლია სხვაზე პრიორიტეტული. ყველა კულტურული მემკვიდრეობა ერთნაირად ღირებულია, მაგრამ ეროვნული მნიშვნელობის  კატეგორია ზოგადსაქვეყნო მნიშვნელობაზე მიუთითებს , ასევე აუცლებელია ისეთი ძეგლები გაკეთდეს პირველ რიგში, რომელსაც ადგილობრივების დასაქმება და პერსპექტივების შექმნა შეუძლია. მსგავსია უჯარმა, მუცო, ნოქალაქევი - ეს არის კომპლექსურად დიდი ძეგლები.  ანჩისხატი, აწყური, კუმურდო, ატენის სიონი -  ანუ ყველა ისეთი ძეგლები, რომელსაც განმარტებაც კი არ სჭირდება, რომ დიდი მნიშვნელობისაა. ანუ  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაა პირველი კრიტერიუმი და ასევე რომელ ძეგლას რა საჭიროება და გადაუდებლობა აქვს. გადაუდებლობის შეფასებას ჩვენი სპეციალისტები ახდენენ.   


დიდი ისტორიისა და წარსულის მქონე ქვეყნისთვის როგორიც ჩვენ ვრთ, ყველა ძეგლი  დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს რომ ტურისტული მნიშვნელობის ლოკაცია გახდეს,  მით უფრო ვსაუბრობთ, ისტორიულ სოფელზე, ანუ სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გათვალისწინებული ბიუჯეტი არ არის საკმარისი?


ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ ეყოფა იმ რაოდენობის ძეგლებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმ გამოწვევებს რა გამოწვევებიც არსებობს ძეგლებთან მიმართებით. ბიუჯეტი რომც გაიზარდოს, ყველაზე დიდი ნაკლებობა  სპეციალისტების მხრივ გვაქვს და ვერ მოვახერხებთ იმ ბიუჯეტის სწორად განსაზღვრას. რესტავრაციის მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღების სურვილი არცერთს არ გამოუხატავს, ანუ ის წელი პრაქტიკულად ჩავარდა.


 იმისათვის, რომ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად საჭირო და მნიშვნელოვანი სპეციალისტები არსებობდეს, ხელისუფლებას შეუძლია  გარკვეული სუბსიდირების და წამახალისებელი მექანიზმები გამოიყენოს, ან უცხოეთიდან მოიწვიოს სპეციალისტები, რა კეთდება ამ მიმართულებით? 


მეტი დაინტერესება როგორ გაიზარდოს, როცა  ამდენი საქმე გვაქვს? გაზრდილი ბიუჯეტიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე აუცილებელია სპეციალისტები. როდესაც მე დავინიშნე გენერალურ დირექტორად ბიუჯეტი იყო 3 მილიონი ლარი და 5 მილიონამდე იყო ქართუს დაფინანსება. ახლა დავდექით იმ ძირითადი პრობლემის წინაშე რასაც პროფესიონალების ნაკლებობა ჰქვია. სამხატვრო აკადემიამ დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გააანალიზება, თუ როგორი უნდა იყოს დარგის განვითარება. სულ ამ დარგში გვყავს 30 მოთამაშე , როცა კეთდება 200-ზე მეტი ძეგლი. თითო კომპანია თუ რესტავრატორი რამდენს უნდა ერეოდეს. არქიტექტორები კი, რომლებიც შეძლებენ იდენტიფიცირება მოახდინონ ძეგლზე არსებული პრობლემების, რომ არ დაიკარგოს მათი ავთენნტურობა და ა.შ. ამის სპეციალისტების ნაკლებობას განვიცდით და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა.


მარიამ მორგოშია







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up