მართვის მოწმობის გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია

მართვის მოწმობის გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია

access_time2017-12-23 11:50:30


2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია.


პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე მოსმენით იმ დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ. შესაბამისი წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა დააყენა, რაც მომხსნებელმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა გაიზიარა. აქამდე 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნარჩუნდებოდათ, ამ ცვლილებების შემდეგ კი ეს ვადა 1-ელ აპრილამდე გაიზარდა.



”საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია, კერძოდ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილი, ვგულისხმობ გარდამავალ დებულებებს, არის ჩამოყალიბებული შემდეგი სახით: 2006 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოში გაცემული მართვის მოწმობებს იურიდიული ვადა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, გარდა ამ კანონის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საზოგადოებამ იცის, ჩვენთვის არ არის სიახლე, ხდება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ მართვის მოწმობების გამოცვლის პროცესი. დადასტურებული ინფორმაციით, ეს დრო, რომელიც იყო მიცემული შესაბამისი ორგანოებისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისი და თუკი დარჩება ამ რედაქციით ეს მუხლი, აღმოჩნდება, რომ 2018 წლის პირველ იანვარს ძალიან ბევრ, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ექნება საშუალება ისარგებლოს 2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობით. ჩვენ ამ კანონში შესაბამისი ცვლილებები განვიხილეთ მეორე მოსმენით, თუმცა, კენჭი არ გვიყრია. გთავაზობთ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილში, შევცვალოთ სიტყვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე სიტყვით - 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ანუ დამატებით მიეცეს ვადა შესაბამის ორგანოებს მართვის მოწმებების შესაცვლელად და გაეზარდოთ ვადა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩაეტიონ დროში და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ ძალაში მქონე მართვის მოწმობებით”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

Ipn.ge



ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up