მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 11.7%-ით გაიზარდა

მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 11.7%-ით გაიზარდა

access_time2017-04-12 11:22:53

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 67 414 ერთეული შეადგინა. მარტი 2013-2016 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2013 წლის მარტთან (38 359 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 75.7%-ით, 2014 წლის მარტთან (44 206 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 52.5%-ით, 2015 წლის მარტთან (49 025 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 37.5%-ით, 2016 წლის მარტთან (60 340 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 11.7%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17.0%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (19.7%-ით), ისე მეორადი (16.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

 

წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (34.8%-ით), ისე მეორადი (5.2%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2017 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 17 952 ერთეული შეადგინა, საიდანაც 11 178 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 49 462 ერთეული შეადგინა, საიდანაც 6 155 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 3 583 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).

 

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2017 წლის მარტში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 73.4%-ს მეორადი, ხოლო 26.6%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2016 წლის მარტში კი, შესაბამისად, 77.9% და 22.1%). ა.წ. მარტის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლების ტენდენცია წინა თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

 



საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up