მარტში, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი წინა თვესთან შედარებით 28,6%-ით გაიზარდა

მარტში, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი წინა თვესთან შედარებით 28,6%-ით გაიზარდა

access_time2021-04-08 15:20:00

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,53 ათასი ტონა, რაც 0,34 ათასი ტონით ანუ 28,6%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან (1,19 ათასი ტონა) შედარებით და 0,45 ათასი ტონით ანუ 41,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,08 ათასი ტონა) შედარებით.


„მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,25 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,24 ათასი ტონა (15,7%); ირანი - 0,23 ათასი ტონა (15,0%); გერმანია - 0,15 ათასი ტონა (9,8%) და სხვ.


2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 3,79 ათასი ტონა, რაც 0,44 ათასი ტონით ანუ 10,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,23 ათასი ტონა) შედარებით.



2021 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,64 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,48 ათასი ტონა (12,7%); გერმანია - 0,43 ათასი ტონა (11,3%); ირანი - 0,43 ათასი ტონა (11,3%) და სხვ.


მიუხედავად იმისა, რომ მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი წინა თვესთან და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, პანდემიის გავლენა პროდუქციის მოხმარებაზე კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. თუმცა სახეზე მაინც გვაქვს პოზიტიური დინამიკა მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, მომავალ თვეებშიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის სრულყოფილმა აღდგენამ ხელი შეუწყო იმას, რომ ის კვლავინდებურად გამოჩნდა ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში“ – ნათქვამია განცხადებაში.




თეგები:
იმპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up