„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

access_time2020-11-27 11:00:25

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.

 

„რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.

 

„ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11000 რესტორანია ფიქსირებული, რომელთა 40% თბილისშია და 60% თბილისის გარეთ და ეს ნიშნავს, რომ ისინი პრაქტიკულად ტურისტების და მუშაობის გარეშე დარჩენილები არიან. თბილისში და დიდ ქალაქბში შეიძლება რამოდენიმე ფუნქციონირებს, დანარჩენი გაჩერებულია. დღე არ გადის რესტორნების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ. ამ ყველაფრის შედეგად კი მარტში რესტორნების სასაფლაოს  მივიღებთ, უამრავი უმუშევრად დარჩენილი ადამიანით“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.


ასოციაციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ლოქდაუნს შედეგი არც წინა შემთხვევაში გამოუღია, გარდა იმისა რომ ბიზნესი გაანადგურა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პაკეტი კარგია, თუმცა სამუდამოდ დაკეტვის პირას მყოფი ბიზნესისთვის სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთების დასუბსიდირება დიდი შეღავათი ვერ იქნება.


„ლოქდაუნს ვერ მოვიწონებ, რადგან ამას არცერთხელ  არ გამოუღია ის შედეგი, რომელსაც ელოდებოდნენ. მსოფლიო დონის ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ლოქდაუნს არანაირი განსაკუთრებული შედეგი არ მოაქვს. ბათუმის ლოქდაუნმა რა შედეგი მოგვცა, გარდა იმისა რომ ეკონომიკა გაჩანაგდა. ვიღაცა ხომ უნდა დაჯდეს და დაფიქრდეს, რომ თუ ამას რა  შედეგი მოაქვს, რაიმე შეცვალონ და სხვა ნაბიჯები გადადგან. ქვეყნის გადაქცევა გლდანის ციხედ, ვირუსთან ბრძოლად მიაჩნიათ?



მესმის შედეგი მივიღოთ ამ ლოქდაუნებით, მაგრამ არამარტო სარესტორნო ბიზნესი, არამედ ქვეყნის ეკონომიკა გავანადგურეთ და რეალური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ.


კარგია კომპენსაციები და სუბსიდირება, თუმცა ეს დიდი ვერაფერი შეღავათია დაკეტვის პირას მყოფი ბიზნესისთვის, ეს რას უშველის. გარდა ამისა, საუბარია დელივერი სერვისით რესტორნების მუშაობაზე, როდუქცია უნდა დამზადდეს და მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ ეს პროდუქცია ვინ უნდა დაამზადოს, თანამშრომელი როგორ უნდა მივიდეს სამსახურში და შემდეგ უკან სახლში როგორ დაბრუნდება, ამაზე არავინ ფიქრობს“, - აცხადებს გაბრიჩიძე.


მისი თქმით, კორონავირუსით სიკვიდილიანობა არის საკმაოდ დაბალი, დაახლოებით 5%-მდე, ხოლო შიმშილით სიკვდილი არის ბევრად მაღალი პროცენტი, სწორედ შიმშილობა ემუქრება ადამიანების უმეტესობას ამ რეგულაციების შედეგად.


„როდესაც 2 ან მეტი თვე ვეღარ გადავიხდით იჯარას, გამოგვიშვებენ იმ ადგილიდან და ქუჩაში აღმოვჩნებით, როგორ ფიქრობს მთავრობა ეს დახმარებები საკმარისი იქნება, იმისთვის, რომ მარტში თავიდან გავიხსნათ? ახალი სესხი რომ დაგვჭირდება და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს ვინ დაგვეხმარება? უმუშევრობა რომ კატასტროფულად გაიზრდება ამაზე ვინ იზრუნებს?


შიმშილით სიკვდილისკენ მივდივართ, კორონავირუსის სიკვდილიანობა 5%-მდეა, ხოლო შიმშილით სიკვდილი გაცილებით მაღალი პროცენტია. ვზრუნავთ ერთზე, მაგრამ არავინ ფიქრობს შიმშილით სიკვდილის წინაშე რამდენი აღმოჩნდება“, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.


ნინო თამაზაშვილი

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up