„მარტო ნება არ კმარა“ - მეფუტკრეთა გაერთიანება EU-ს ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე

„მარტო ნება არ კმარა“ - მეფუტკრეთა გაერთიანება EU-ს ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე

access_time2022-08-02 19:00:00

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა ქართული ბიზნესის შესაძლებლობას ევროპულ ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.


მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ და კერძო სექტორმა ეს შესაძლებლობა აითვისოს, საკითხისადმი მიდგომა კომპლექსურად უნდა მოხდეს.


„მარტო ნება არ კმარა, თუ სხვა საშუალებები არ იქნა გამოყენებული, არაფერი არ იქნება. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი პროგრამების კიდევ უფრო გააქტიურება, პროცესში კერძო სექტორის ჩართვა იმისთვის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მაქსიმუმამდე იყოს აყვანილი,“-აცხადებს პაპავა.


მისი მტკიცებით, ეს შესაძლებლობა მცირე ტიპის კომპანიებს დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება.



„არიან მცირე მწარმოებლები, რომლებსაც თავიანთი ბრენდირებული თაფლი ჯერ არ აქვთ, თუმცა, როდესაც ბაზარზე გავალთ დ ევროკავშირის ბაზარზე თაფლი უფრო მოთხოვნადი გახდება, ეს მეწარმეები იფიქრებენ როგორც საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებაზე, ისე პროდუქციის ხარისხის კიდევ უფრო დახვეწაზე. ეს პროცესი დაწყებულია, არის მცირე საწარმოები, რომლებსაც თავიანთი სიმძლავრე აქვთ,თუმცა, სურვილი აქვთ კიდევ უფრო განვითარდნენ და პროდუქცია ბრენდად აქციონ. ამისთვის მათ დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებათ“-აცხადებს პაპავა.


მისი განცხადებით, გასულ წელს ქართლი თაფლი ევროპკავშირის(საფრანგეთი, გულგარეტი, გერმანია და ა.შ) ბაზარზე დაახლოებით 200 ტონამდე გავიდა,ეს პროცესი გრძელდება და ამ დროისთვის გასულ წელთან შედარებით უკვე ორჯერ მეტი თაფლია ექსპორტირებული. ბოლო პერიოდში ქართული თაფლი ისრაელშიც იყიდება.

როგორც პაპავა აცხადებს, საკანონმდებლო კუთხით დასახვეწია კანონდებლობა, რომლის შემდეგაც მოხდება თაფლის სხვა პროდუქტების ექსპორტიც. მათ შორის, ყვავილის მტვერი, რძე, ფუტკრის შხამი და ასე შემდეგ. მისი განცხადებით, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება ამ თემაზე აქტიურად მუშაობს.


შეგახსენებთ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქართული მხარე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსთვის მხოლოდ საქონლის მიწოდებას შეძლებს. მათ შორისაა, მინერალური წყლები, თაფლი, ხილი.


„ბიზნესპარტნიორი“ 




თეგები:
თაფლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up