მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან

მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან

access_time2020-10-01 10:00:49

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი სერიოზული პრობლემა, რომ არსებობს, ეს ყველამ კარგად იცის. ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე გავლენა აქვს, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს, მიკერძოებულია და ხდება სამართლის შერჩევითად გამოყენება. რომ სასამართლო საქართველოში ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა, თუმცა დღეს „კომერსანტი“ მოგიყვებათ რადიკალურად განსხვავებულ ამბავს, ამბავს თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი სამხედრო სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლაში. წლების შემდეგ ივანე კაზაროვი იარაღის ნაცვლად დოკუმენტებით იბრძვის. იმ დოკუმენტებით რომელთა სანდოობა და უტყუარობა წესით ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასმართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვითაც ივანე კაზაროვმა თბილისის მერიას დავა მოუგო. ამბავი საკმაოდ რთულია ამიტომ მივყვეთ ეტაპობრივად.

 

ივანე კაზაროვი და მემკვიდრეობა:

 

ივანე კაზაროვი 1980 წლიდან ნუცუბიძის პლატოზე ცხოვრობდა, როდესაც კაზაროვს მამა გარდაეცვალა სასამართლოს გადაწყვეტილებით ძველი თბილისის რაიონში მემკვიდრეობით სახლი მიიღო. ლორთქიფანიძის ქუჩა ნომერ 12-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, როგორც ივანე კაზაროვი გვიყვება. 316 კვ.მ. სამი თანამესაკუთრე ჰყავს:

 

„რამდენიმე წლის წინ მამისგან მემკვიდრეობით სახლი მივიღე. წლების წინ მამასთან ერთად ნაკვეთის მფლობელი იყო ვინმე ტარიელ ქურციკიძე, რომელმაც სახლი მიჰყიდა მაყვალა კაზაროვს (მამიდაჩემს) და ნოდარ სულთანოვს. ანუ ნაკვეთის ერთი მეორედი ეკუთვნოდა მამაჩემს, ხოლო ერთი მეოთხედი სულთანოვმა და მამიდაჩემმა ნოტარიულად შუაზე გაიყვეს. მამიდაჩემი ერთი საწყალი ქალი იყო, ის ჩვენს სახლში ცხოვრობდა, მამიდაშვილი კი უმეტესად ციხეში იყო. აქედან გამომდინარე ნოდარ სულთანოვმა მამიდაჩემი დაჩაგრა, ძველი ნაგებობა რომელიც ტარიელ ქურციკიძისგან იყიდა დაანგრია და მთლიან ტერიტორიაზე ახალი შენობა ააშენა. მამიდაჩემის 80 კვ.მ. მიითვისა“, - აცხადებს ივანე კაზროვი.

 

ივანე კაზაროვი და თბილისის მერია

 

2015 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხეველობის საქალაქო სამსახურმა ივანე კაზაროვის, მარიეტა კაზაროვის, ნელი ცუგოშვილის, ჯულიეტა კაზაროვის, ნოდარ სულთანოვის და ედუარდ მათიაშვილის მიმართ მითითება შეადგინა რომლითაც თბილისში ლორთქიფანიძის ქუჩაზე მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დარღვევები დააფიქსირა. ივანე კაზაროვი 10 000 ლარით დააჯარიმეს. იგი აცხადებს, რომ მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მფლობელობაში უნებართვოდ არაფერი აუშენებია, ქმედებას სხვა თანამესაკუთრე ოჯახის მხრიდან ჰქონდა ადგილი, რის გამოც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო.

 

„გვერდზე მცხოვრები ნოდარ სულთანოვი, არის უკანონოდ ამ ობიექტის მწარმოებელი. მე ვერაფერი მიპოვეს და მითხრეს ვაზი გაქვს უკანონოდო რომელიც 70 -იან წლებში დარგო მამაჩემმა. მითხრეს, რომ ვაზის ტალავერი და მაგთიისატის ანტენა უნდა მოხსნაო. სახლი როგორიც ნახაზებში იყო წლების წინ იგივეა დღესაც. მიწა გაუმიჯნავია, თუმცა წილობრივად გამიჯნულები ვართ. კანონში უწერით წარმოებელი უნდა დაადგინონ და აქტი ისე გამოსცენ. სადაც სულთანოვს აქვს ქონება გაშენებული ის მამაჩემს არ ეკუთვნოდა. მაქვს დოკუმენტი სადაც ნოდარ სულთანოვი აცხადებს, რომ უკანონო შენობა მამამისმა ააშენა, ზედამხედველობის სამსახური კი აცხადებს, რომ ვერ დაადგინა ვინ ააშენა ნაგებობა. მერიის გადაწყვეტილება გავასაჩივრე საქალაქო სასამართლოში და დავა მოვიგე, სააპელაციომ და უზენაესმაც გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ მიიღეს.

 

როდესაც ნოდარ სულთანოვს შევხვდი, მოვთხოვე 3 000 ლარის ანაზღაურება, თანხის რომელიც მე იურიდიულ მომსახურებაში გადავიხადე. იმის სიტყვებს გაგიმეორებთ რაც მიპასუხა: „რა უნდა აგინაზღაურო, 25 000 ამახიესო“. როდესაც უზენაესის გადაწყვეტილება ჩამბარდა მისი ადვოკატი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ სულთანოვი დანაკლისს ამინაზღაურება, თუ ტერიტორიის გამიჯვნას დავთანხმდებოდი. ამ დროს გამიჯვნაზე მე უარი არ მითქვამს. ამ ფაქტით გამოდის, რომ სულთანოვი აღიარებს დანაშაულს, მაშინ როდესაც ზედამხედველობის სამსახური ვერ ადგენს ვინ ააშენა ნაგებობა“, - განაცხადა ივანე კაზროვი.

 

ივანე კაზროვი გვიყვება, რომ 2015 წლიდან მასზე მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან და პოლიციელების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.

 


„როდესაც უზენაესის გადაწყვეტილება მივიღე, მივედი მერიაში სადაც გადავაწყდი ზედამხედველობის სამსახურის მოადგილეს მამუკა მამსიკაშვილს, რომელსაც ვთხოვე მოსამართლის დადგენილების აღსრულება. მამსიკაშვილმა ქუჩური მანერებით დამიწყო საქმის გარჩევა, ვუთხარი რომ მჭირდებოდა საბუთი ჩემ წინააღმდეგ წარმოების მოხსნის შესახებ. ამას მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. ამ ინციდენტის შემდეგ ღამის 11 საათზე, ცეცხლი მოუკიდეს ჩემი სახლის სახურავს. ხანძარი დამოუკიდებლად ჩავაქრე რის შემდეგაც ძველი თბილისის ნომერ პირველ განყოფილებაში ჩავედი. პოლიციის უფროსმა ადგილზე ეკიპაჟი გაუშვა, ექსპერტმა ნავთით გაჟღენთილი ბოთლი იპოვა. ექპერტიზის დასკვნაში წავიკითხე, რომ ის პიროვნება ვისაც ჩემი სახლის დაწვის მცდელობა ჰქონდა არის მამრობითი სქესის. მე ამ საქმემდე მტერი არ მყოფილია, ცხოვრებაში სახლის კარი არ დამიკეტია და არავის გაუტეხია ჩემი სახლი. დღემდე არ არის დადგენილი  ვინ იყო ის მამრობითი სქესის პიროვნება“, ამბობს ივანე კაზროვი.


„კომერსანტთან“ საუბარში ივანე კაზროვი ჰყვება, რომ მას ემუქრებოდნენ როგორც პოლიციელები და თბილისის მერიის თანამშრომლები ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. კაზაროვს სთოხვდნენ, რომ ჯარიმა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქონებას აუქციონზე გაიტანდნენ.

 

„ჩემი განზრახ მკვლელობის მცდელობაც ჰქონდათ, ასევე ოჯახის წევრს დაესხნენ თავს. ერთ-ერთი პოლიციელი, კობა ნარმანია, რომელიც შარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, მეუბნებოდა, რომ თუ არ გავჩერდებოდი დანაშაულს „შემომტენიდნენ“, მათ გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ მე ომში ვარ ნამყოფი და ჩემი ნერვები ამდენს ვერ გაუძლებდა. სასამართლო პროცესამდე ერთი კვირით ადრე მათი წარმომადგენლები თავს მესხმოდნენ, რა თქმა უნდა ეს ფორმაში ჩაცმული პოლიციელები არ იყვნენ. პრაქტიკულად მე დავუპირისპირდი თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს, კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ გორგაძეს, რომელიც სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. იგი მეუბნებოდა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელი უფროსი ნოდარ იაშვილი მისი მეგობარია და რასაც მეტყოდნენ ის უნდა გამეკეთებინა. მობილური ტელეფონით ჩემ თვალწინ ელაპარაკა გორგაძე იაშვილს. ვუთხარი, მინისტრიც რომ გამხდარიყო მაინც ვუჩივლებდი, რადგან მემუქრებოდა. დეპუტატობის არაფერი ეტყობოდა, დადიოდა და საქმეებს აგვარება. რეკომენდაცია მას „ქართული ოცნების“ გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ გაუწია, 2014-2017 წლებში გორგაძე ბექა ოდიშარიას ბიუროს ხელმძღვანელი იყო. ნოდარ იაშვილი თავის მხრივ დამემუქრა, რომ სახლს აუქციონზე გამიყიდიდა. როგორ უნდა გამიყიდონ მამა-პაპისეული სახლი, როდესაც უკანონო არაფერი ჩამიდენია“, - განაცხადა ივანე კაზროვმა.   

 

ივანე კაზაროვი, პოლიცია და ე.წ. „ქურდული სამყარო“

 

როგორც ყოფილი სამხედრო გვიყვება, ზეწოლას მხოლოდ პოლიციის და მერიის მხრიდან არ ჰქონდა ადგილი. მისი განმარტებით საქმის მოგვარებაში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებიც ჩაერთნენ.

 

„ნოდარ სულთანოვის ცოლის ბიძაშვილმა, არტურ შამოევმა დამირეკა რომელიც ე.წ. კანონიერ ქურადად გამეცნო რეალურად ის იმ პოლიციელებთანაა შეკრული რომლებიც საქმის მოგვარებას ცდილობნენ. შამოვი და მაგის ბანდა ქუჩაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდა. ძალიან ბევრ პროვოკაციას მიწყობდნენ. განყოფილებაში მივდიოდი, ვუყვებოდი, რომ თავს დამესხნენ საპასუხოდ მეუბნებოდნენ რომ კაცურად, ქუჩური გარჩევით მომეგვარებინა საქმე. ამას მეუბნებოდა შოთა კუბლაშვილი და დავით პაპიაშვილი. საქმე წინ რომ არ მიდის პროკურორებს აბრალებენ, პროკურორები კი პოლიციელებს“,  ამბობს ივანე კაზროვი.   

 

ივანე კაზროვი და ედუარდ მათიაშვილი

 

ედუარდ მათიაშვილი ივანე კაზაროვის მამიდაშვილია. ყოფილი სამხედრო  გვიყვება, რომ როდესაც მამიდამისი დაიღუპა ხოლო მისი შვილი ციხიდან გამოვიდა, მათიაშვილმა სახლის გაყიდვა მოსთხოვა. კაზაროვი ამბობს იმასაც, რომ მათიაშვილი თავს ედუარდს დაესხა და სასტიკად სცემა მისი ცოლი, პროკურორმა კი იგი 340 ლარის სანაცვლოდ გამუშვა. ივანე კაზროვი ფიქრობს, რომ მისი მამიდაშვილი პოლიციასთან და ნოდარ სულთანოვთან ერთად მოქმედებს.

 

„ედუარ მათიაშვილს გამოატანეს იარაღი, რომ ჩემთვის დაედო. სახლის კარებთან შემხვდა, ვკითხე, თუ რა უნდოდა, რახან დადება ვერ მოასწრო მითხრა, რომ იარაღს ჰყიდიდა. მას იარაღი ცხოვრებაში არ ჰქონია და ვკითხე საიდან ჰქონდა, რა დროსაც გაიქცა. ამ დროს მეც გავეკიდე, ის პოლიციის მიმართულებით მირბოდა, ერთ-ერთ ჩიხში დაკვარგე, თუმცა მე პოლიციის შენობას მივადექი. ვიფიქრე რომ იქ შევიდოდა რადგან ადრე როდესაც ციხიდან გამოვიდა მითხრა რომ პოლიციელები დაემუქრნენ თუ არ ითანამშრომლებდა მათთან ყველაფერს მას დააბრალებდნენ.  შევედი განყოფილებაში და ვხედავ, რომ არტურ შამოევს, რომელიც ე.წ. კანონიერ ქურდად გამეცნო უბნის ინსპექტორი ჰყავს კედელთან მიმწყვდეული და ეუბნება შემდეგ ფრაზას : „ეს საქმე შენ უნდა მოაგვარო“. ახლოს არ მივედი ველოდებოდი ბოლომდე დაესრულებინა, რადგან კიდევ კონფლიქტი არ მინდოდა. მალხაზ ბოლოკაძე იყო მაშინ უბნის ინსპექტორი, მივედი და ვკითხე თუ რა უნდოდა შამოევს განყოფილებაში. მიპასუხა რომ მეჩვენობოდა. ვუთხარი რომ მათიაშვილს ჩემთვის იარაღის ჩადება უნდოდა, შემდეგ კი თქვენსკენ გამოიქცა მეთქი. მიპასუხა, რომ ესეც მეჩვენებოდა. ვფიქრობ რომ პოლიციელებმა გამოატანეს, რადგან ერთ-ერთ პოლიციელს წამოსცდა, რომ ეგ არაფერი არ არის. როგორ არ არის არაფერი მეთქი, იარაღი რომ მდომებოდა 18 წელი შეიარაღებულ ძალებში ვიყავი და თავისუფლად შემეძლო მაღაზიაში მეყიდა. სამი დღით ადრე ვიცოდი, რომ მათიაშვილს ჩემი მოკვლა უნდოდა. გავაფრთხილე პოლიცია და მათ რეაქცია არ აქვს“, - განმარტავს ყოფილი სამხედრო.

 

ომის ვეტერანი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად გასულ წელს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხეველობის საქალაქო სამსახურმა განმეორებით, ამჯერად 20 000 ლარით დააჯარიმა. მიუხედავად იმისა, რომ ლორთქიფანძის ქუჩაზე გარემოებები არ შეცვლილა, ხოლო ქართულმა მართლმსაჯულებამ დედაქალაქის მთავრობას დაავალა გარკვევით შეეფასებინა ვის მფლობელობაშია შენობის ის ნაწილი, რომელზეც კონკრეტული დარღვევა არსებობს კაზაროვის ბრძოლა ისევ გრძელდება.

 

„ჩემი მოთხოვნა არის, რომ პოლიციამ კანონი აღასრულოს. როდესაც მეუბნებიან რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხებზე ჰკიდიათ, მეშინია ახალ მოსამართლეზე ზეწოლა არ მოხდეს.  მთხოვენ იმის დანგრევას, რისი უფლებაც მე არ მაქვს. მე რომ მათი მითითება შევასრულო სხვისი ქონების განზრახ დაზიანებად ჩამეთვლება. თვითონ არ ანგრევენ, მაიძულებენ მე გავაკეთო. 18 ნოემბერსაა ჩანიშნული პროცესი, დიდი ხანი ვითმინე, ნაომარი კაცი ვარ, სამშობლოს ვემსახურე, ცუდი არაფერი გამიკეთებია და ამის სანაცვლოდ მე მჩაგრავენ“, - ამბობს ივანე კაზროვი.

 

ომის ვეტერანის ბედი ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ყოფილი სამხედრო გვეუბნება, რომ ბრძოლის გაგრძელებას რამდენიმე ფრონტზე ისევ აპირებს, იბრძოლებს იქამდე სანამ თავის სიმართლეს საბოლოოდ არ დაამტკიცებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up