„მართლაც გაოცებული ვარ ყველაფრით საქართველოში, ეს იყო საოცარი მოგზაურობა“

„მართლაც გაოცებული ვარ ყველაფრით საქართველოში, ეს იყო საოცარი მოგზაურობა“

access_time2022-07-01 13:00:00

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს საუდ ალ ქააბს უმასპინძლა. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუდ ალ ქააბი სპარსეთის ყურის ქვეყნების სატელევიზიო სერიალების პოპულარული მსახიობი და ტელეპროდიუსერია.

ინფო-ტურის ფარგლებში ცნობილმა მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა მოინახულა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო. საქართველოს შესახებ საუდ ალ ქააბის პოსტებს სოციალურ ქსელში Instagram დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობის ვიდეოებმა ათი-ათასობით მოწონება დაიმსახურა.

ინფო-ტურის მიზანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.

„ამჟამად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რომელიც ჩვენს უმთავრეს მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს, მასპინძლობს წამყვან მსახიობს და ინფლუენსერს, რომელმაც საქართველოში უკვე მოინახულა გარკვეული ადგილები. და კულტურული ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ მის ინსტაგრამ გვერდზე რამდენიმე დღეში უკვე ოცდათხუტმეტიათიათასი მოწონება დაიმსახურა ჩვენი ქვეყნის ტურისტულმა პროდუქტმა. რათქმაუნდა ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ტური მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას.“ - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.


„მე მართლაც გაოცებული ვარ ყველაფრით საქართველოში, ეს იყო საოცარი მოგზაურობა მე მომწონა ყველაფერი და რაც მე ვნახე; არაჩვეულებრივი ბუნება, იფრასტურქტურა რომელიც აბსოლიტურად მზადაა ტურისტების მისაღებად, არაჩვეულებრივი რეზორტები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ თავგადასავლებისთვის, ბავშვებისთვის, საქორწინო მოგზაურობებისთვის, ვისაც რა უნდა იმის პოვნა შეუძლია საქართველოში. აქ არის ბევრი აღმოუჩენელი ადგილი, რაც უფრო საინტერესოს ხდის მოგზაურობას, შეგიძლია ჩამოხვიდე და აღმოაჩინო მეტი და მეტი, უნდა ავღნიშნო საფეხმავლო ბილიკები, აუცილებლად მინდა ვნახო და კიდევ ჩამოვიდე საქართველოში.

მე ვეუბნები ჩემს მეგობრებს და მაყურებელს როდესაც მე ჩემი სოციალური მედიისთვის ვიღებ, რომ აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით საქართველოში ეს იყო მხოლოდ ხუთი დღე მაგრამ ინტენსიურად დატვირთული 5 დღე. იმდენი საინტერესო ადგილი მოვინახულე ამ ხუთ დღეში და მინდა გითხრათ, რომ მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში“ - აცხადებს საუდ ალ ქააბი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up