“მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, სადაც თქვენი თანამშრომლები ჩემს მაღაზიაში იპარავენ?!”,- ასე მიმართავს სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს. ბიზნესმენმა გუშინ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც ეხმაურება პარტია “გირჩის” მიერ გავრეცელებულ განცხადებას,სადაც ნათქვამი იყო, რომ „ქართველ ბიზნესმენებს საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია აქვთ“.
“თქვენ მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, სადაც თქვენი თანამშრომლები...პასუხს ვაგებ, ყველა ჩემს სიტყვაზე...როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიებში, როგორ იპარავენ...როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენს დაცვის თანამშრომლებთან, ახალგაზრდა გოგოების წინაშე...გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?
მე ვასილ სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული, მე ხმას ვიღებ, მე ვლაპარაკობ, მე ვიბრძვი და მერე რა?!და მერე რა, რომ მე 1 წელიწადია, უკვე ჰაერში დაკიდებული ვყავარ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს?! რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს სდაგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან, რომ არ შეეფერება სინამდვილეს? მათ არც იმან უშველათ, რომ დიდი ოთხეულიდან მსოფლიოში ცნობილი აუდიტორიული კომპანიებიდან ერთერთმა დადო დასკვნა და ქვა-ქვაზე არ დატოვა ყველა იმ შენიშვნებიდან, რომელიც საგადსახადო სტრუქტურებმა ჩვენ წაგვიყენეს.
მერე რა, რომ მე ამის შესახებ ღიად ვილაპარაკე? მერე რა, რომ პროკურატურაში ღიად შევიტანე ჩემი საჩივარი? მერე რა, რომ ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე? მერე რა, რომ მე ამაზე ღიად ვილაპარაკე? რამე შეიცვალა?!”,-აცხადებს ვასილ სოფრომაძე.