#მართე მარტივად - „ვისოლი“ კორპორაციულ მომხმარებლებს ავტოპარკის მართვის მაღალტექნოლოგიურ GPS + TAG სისტემას სთავაზობს

#მართე მარტივად - „ვისოლი“ კორპორაციულ მომხმარებლებს ავტოპარკის მართვის მაღალტექნოლოგიურ GPS + TAG სისტემას სთავაზობს

access_time2021-03-23 09:55:31

„ვისოლმა“ კორპორაციული მომხმარებლისთვის ავტოპარკის მართვის სრულყოფის მიზნით მაღალტექნოლოგიური GPS + TAG სისტემა შექმნა, რომლის ანალოგიც საქართველოს ბაზარზე არ არსებობს. ინოვაციური სისტემა „ვისოლის“ კორპორაციულ მომხარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ დაცული და გამარტივებული საწვავის ტრანზაქციები, სრულყოფილად აკონტროლონ ავტომობილის გადაადგილება და საწვავის მოხმარება. GPS + TAG სისტემა ერთი პლატფორმით, კორპორაციულ მომხმარებელზე მორგებული ფორმით ახერხებს ავტოპარკის კონტროლს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო და მოახდინოს არამიზნობრივი ხარჯების ოპტომიზაცია.


როგორც „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში. კომპანია ინოვატორულ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებისა და მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. 2001 წელს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი, კორპორაციული ჩიპური ბარათი დანერგა. დღესდღეობით, ვისოლის კორპორაციული საბარათე სისტემა ყველაზე დახვეწილი, დაცული და მოსახერხებელია. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ კორპორაციულ მომხმარებელს ავტოპარკის მართვის GPS სატელიტურ სისტემასაც სთავაზობს, თუმცა GPS + TAG სისტემა ავტოპარკის მართვის უახლესი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ავტოპარკის მართვა მარტივად, დაცულად და სრულყოფილად შეძლონ“.


GPS + TAG სისტემით კორპორაციული მომხმარებელი აკონტროლებს ავტოპარკის საწვავის ჩასხმის და მოხმარების პროცესს, ავტომობილის სიჩქარეს, გადაადგილებას და ადგილმდებარეობას. საერთო ანგარიშიდან კონკრეტული მანქანის თუ მანქანათა ჯგუფის საწვავის მოხმარებასა და ლიმიტების შესახებ უწყვეტი ინფორმაციის მიღება დღის/კვირის/თვის ჭრილში სისტემის დამატებთი უპირატესობაა.


ლუკა ქვარცხავა, „გაერთიანებული ლოგისტიკური კომპანიის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ლოგისტიკური კომპანიის ფუნქციონირება,რომელსაც გააჩნია მიწოდების ქსელი, წარმოუდგენელია GPS-სისტემის გარეშე.


„Wissol GPS+TAG - ის საშუალებით ჩვენ საგრძნობლად გაგვიმარტივდა ავტოპარკის მონიტორინგი. ძირითადად გამოვყოფდი რამოდენიმე კრიტერიუმს, რომლის საშუალებითაც გაერთიანებულმა ლოგისტიკურმა კომპანიამ (ULC-მ) ,Wissol GPS+TAG-ის საშუალებით შესძლო სამუშაო პროცესის და ხარჯების ოპტიმიზაცია: ავტოპარკის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგი (ადგილმდებარეობა, სიჩქარე, პარკინგის ხანგძლივობა, განვლივი მანძილი); ერთი  საერთო ანგარიშის საშუალებით ნებისმიერ კონკრეტულ ავტომობილზე საწვავის მოხმარების ზუსტი კონტროლი; საწვავის ხარჯების საგრძნობლად შემცირება (მინიმუმამდე დავიყვანეთ საწვავის დანაკარგის რისკი); მარტივი და დაცული ტრანსაზქციების განხორციელების შესაძლებლობა; Delivery System-ში არსებული დროის დანახარჯის შემცირება; სწრაფი განვითარების შესაძლებლობა და რაც ყველაზე მთავარია მთლიანი ეს ფუნქციონალური ჯაჭვი არის სრულიად უსაფრთხო და მოსახერხებელი. Wissol GPS+TAG სისტემას შეგვიძლია დავარქვათ ახალი ერა ქართული ლოგისტიკის განვითარებაში და მის სამომავლო წარმატებაში“.



კომპანია - "კოკა - კოლას" ფინანსური დირექტორი ნიკოლოზ მესტვრიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სისტემით არ არსებობს ბარათების დაკარგვისა და სხვის მიერ გამოყენების რისკი


„GPS+TAG სისტემით გაგვიადვილდა მანქანების მიხედვით საწვავის ხარჯვის კონტროლი; სისტემით სარგებლობა მარტივია,“


კომპანია კახური ტრადიციული მეღვნეობა (KTW)-ს წარმომადგენელი თამარ მახათაძე განმარტავს, რომ GPS+TAG სისტემით მარტივი ხდება კომპანიის ავტოპარკის მართვა.


„GPS+TAG ვსარგებლობთ რამდენიმე წელია და აქტიურად ვურჩევთ ჩვენს შვილობილ კომპანიებსაც. GPS+TAG სისტემის დანერგვის შემდეგ უფრო კომფორტული და მოქნილი გახდა ჩვენი კომპანიის ავტოპარკის მართვა, მათ შორის, საწვავის ლიმიტების განსაზღვრაც. ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტებთან შედარებით. ვისოლის GPS+TAG სისტემა გვაძლევს საშუალებას, რომ შეუფერხებლად ვიმუშაოთ, აქვს მარტივი და ეფექტური პორტალი, რომელშიც უწყვეტ რეჟმში ვიღებთ საჭირო ინფორმაციას და მარტივად ვიღებთ რეპორტებს სხვადასხვა შიდა პროცესის დასაგეგმად. ვისოლის GPS+TAG სისტემა განუყოფელი ნაწილი გახდა ჩვენი კომპანიის მუშაობის რუტინაში. პირველ რიგში, ის გვეხმარება ავტოპარკის ყოველთვიური ხარჯის განსაზღვრაში, რაც მარტივად ხდება რეპორტების ანალიზით და საშუალებას გვაძლევს შევიტანოთ საჭირო ცვლილებები. გარდა ამისა, ხელს გვიწყობს ჩვენი ბიზნეს პროცესების შეუფერხებლად მართვაში,“


თემურ ბერაძე, „სილქნეტის“ შიდა კონტროლის დაუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:


„სილქნეტისა“ და „ვისოლ GPS“ თან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და წარმატებულად ვანხორციელებთ სს „სილქნეტის“ მფლობელობაში არსებული ა/პარკის ტრანსპორტის კონტროლს, პროგრამაში მკაფიოდ ჩანს სრული და ზუსტი ინფორმაცია. სს „სილქნეტის“ ა/პარკი ნავიგაციის დახმარებით სრულად აკონტროლებს მის მფლობელობაში არსებულ ტრანსპორტს, ასევე ნავიგაცია იძლევა საშუალებას კონტროლის ეფექტურად წარმართვის კუთხით, რაც გვიზოგავს დროს.


(R)


თეგები:
ვისოლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up