მართალია თუ არა, რომ ადამიანები „კოვიდ-წვეულებებზე“ მიდიან იმისათვის, რომ დაინფიცირდნენ და ვირუსი მსუბუქ ფორმებში გადაიტანონ? რამდენად ეფექტიანია ეს მიდგომა?

მართალია თუ არა, რომ ადამიანები „კოვიდ-წვეულებებზე“ მიდიან იმისათვის, რომ დაინფიცირდნენ და ვირუსი მსუბუქ ფორმებში გადაიტანონ? რამდენად ეფექტიანია ეს მიდგომა?

access_time2021-11-27 00:00:00

აშშ-ში გამართული პირველი „კოვიდ-წვეულების“ შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გასულ ზაფხულს გაავრცელა. ორგანიზატორებმა ამ ღონისძიებაზე მიიწვიეს უკვე ინფიცირებული პაციენტები და ბილეთები ჯანმრთელ ადამიანებს მიჰყიდეს. მას, ვინც „წვეულების“ დასრულების შემდეგ, ოფიციალურად პირველი დაადასტურებდა, რომ დაინფიცირდა, ფულადი პრიზის მიღება შეეძლო. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ესწრებოდნენ, დაინფიცირდნენ და გარდაიცვალნენ. აღნიშნული ინიციატივის საფუძველი გახდა მოსაზრება, თითქოს თუ ვირუსი მსუბუქი ფორმით დაავადებული პირისგან გადაგედებათ, Covid-19-ს თქვენც მარტივად გადაიტანთ.



აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა სიახლეს სულაც არ წარმოადგენს. მართლაც, „ჩუტყვავილა“ და „წითელა- წვეულებები“ საკმაოდ ძველი და კარგად ცნობილი ფენომენია. ადამიანები, რომლებსაც ზემოთ ხსენებული ინფექციების წინააღმდეგ თავიანთი შვილების აცრა არ სურთ, მათ უშვებენ ისეთ ოჯახში, სადაც ჩუტყვავილათი ან წითელათი დაავადებული პირი ცხოვრობს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ბავშვი დაავადდეს და კონკრეტული ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი ჰქონდეს. მსგავს მიდგომას ექიმები მკაცრად აკრიტიკებენ, რადგან დაავადება უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე - ვაქცინაცია.



მაშასადამე, მეტროთი ან მიკროავტობუსით მგზავრობა ისეთივე „ეფექტიანია“, როგორც „კოვიდ-წვეულებაზე“ წასვლა?



„თემატურ წვეულებასა“ და მეტროს ვაგონში დაინფიცირების რისკი თავშივე განსხვავებულია. „წვეულებას“ ვირუსის მატარებლები აუცილებლად ესწრებიან, რასაც ტრანსპორტზე ვერ ვიტყვით. მგზავრობისას ყველაფერი კონკრეტულ პირობებზეა დამოკიდებულ. ერთია, როდესაც ნახევრად ცარიელი ვაგონით რამდენიმე სადგურს გაივლით და სადაც ვენტილაცია დარეგულირებულია, მეორეა, როდესაც საქალაქთაშორისო მიკროავტობუსში დახურული ფანჯრებით მგზავრობთ.



ძირითადად, კორონავირუსი აეროზოლური ფორმით არის გადამდები. Covid-19-ით ინფიცირების რისკის შეფასების ზოგადი პრინციპებიც კარგად არის ცნობილი:



- რაც უფრო ხანგრძლივია კონტაქტი, რისკიც მეტია;



- დახურულ დაწესებულებაში რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე - ღია სივრცეში. საფრთხის რაოდენობრივად შედარება საკმაოდ რთულია, რადგან შიდა სივრცეებიც ძალიან განსხვავებულია. თუმცა ერთ-ერთი მოხსენების თანახმად, დახურულ დაწესებულებაში ინფექციის გავრცელების რისკი დაახლოებით 18-ჯერ მეტია, ვიდრე - ღია სივრცეში.


- შენობაში ინფიცირების ალბათობა დამოკიდებულია ვენტილაციაზე და არა ნიღბების ტარებაზე, ზედაპირების დეზინფექციასა და სხვა ფაქტორებზე. ამის მიზეზი კი სწორედ ვირუსის გავრცელების აეროზოლური ფორმაა.


- სწორედ დახურულ სივრცეშია ყველაზე საშიში ისეთი აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია აეროზოლების წარმოქმნასთან (სიმღერა, სიცილი, ხმამაღალი საუბარი).



ყოველი ზემოთ თქმულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „წვეულებაზე“ ინფიცირების ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება, თუ ის ჩატარდება შენობაში, რომლის ფანჯრებით დახურულია, გაგრძელდება დიდხანს და აქტივობებით იქნება დატვირთული.



თუ ადამიანი დაინფიცირდა პირისგან, რომელსაც Covid-19 მსუბუქი ფორმით აქვს, ვირუსს ისიც მარტივად გადაიტანს?



არა, ეს სიცრუეა! რამდენად მძიმედ წარიმართება დაავადება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლებით განისაზღვრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი და იმავე ვირუსით ინფიცირება სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულ სიმპტომებს გამოიწვევს.



ინფექციის მძიმე მიმდინარეობა უფრო ხშირია კაცებში, ხანდაზმულებში, გარკვეული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), ჭარბი წონის მქონე პირებსა და მწეველებში. გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკური მახასიათებლებიც.



რეინფიცირების მძიმე ფორმისგან დაცვა Covid-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობით გამოწვეულ ანტისხეულებსაც შეუძლიათ. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვირუსის მსუბუქი ფორმა ნაკლებად სახიფათო შტამითაც იყო განპირობებული, რასაც „დელტაზე“ ვერ ვიტყვით.



ზოგადად, არსებობს თუ არა „უსაფრთხო“ ინფექციის გარანტია?



გარკვეულწილად, კი: აცრის შემდეგ, დაავადება ბევრად უფრო მსუბუქია, თუნდაც დელტა შტამით ინფიცირებისას. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ პანდემიის დასრულებისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია!



წყარო: imedinews.ge



თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up