„მართალია, ლარში საკრედიტო სტანდარტები გამკაცრდა, მაგრამ ჯამური სესხების ზრდა არათუ შენელდა, არამედ აჩქარდა კიდეც“

„მართალია, ლარში საკრედიტო სტანდარტები გამკაცრდა, მაგრამ ჯამური სესხების ზრდა არათუ შენელდა, არამედ აჩქარდა კიდეც“

access_time2020-01-15 13:26:27

„2020 წლის ბიუჯეტი უფრო ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე ეს 2019 წელს იყო“


როგორია 2020 წლის ეკონომიკური პროგნოზები – რამდენად გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, როგორი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი, ტურიზმის დინამიკა, ამ და სხვა ეკონომიკის მნიშვნელოვან საკითხებზე „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრა.


– დეკემებრის თვეში ანგარიში გამოაქვეყნეთ, რომელსაც საკმაოდ საინტერესო სათაური ჰქონდა – „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს“, რას გულისხმობდით და რისი თქმა გინდოდათ აღნიშნული სათაურით?


– როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სისტემა ოპერირებს რამდენიმე ვალუტაში – ლარში, დოლარსა და ევროში. შესაბამისად, მართალია ლარში საკრედიტო სტანდარტები გამკაცრდა, მაგრამ ამავდროულად შერბილდა უცხოურ ვალუტაში და როგორც შედეგი, ჯამური სესხების ზრდა არათუ შენელდა, არამედ აჩქარდა კიდეც. ინფლაციამაც გარკვეული წილი შეიტანა სესხების ზრდაში, თუმცა მაინც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სესხების გაცემა აჩქარდა. გამკაცრებას, რომელიც შერბილება იყო სინამდვილეში, მოჰყვა ასევე დოლარის სტაბილურობა და შემდგომში გამყარება. ლარი-დოლარის კურსის მიხედვით, მოსახლეობა და ბიზნესები ხშირად აფასებენ ეკონომიკის სიჯანსაღეს. არსებობს ISET-ის „ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობების ინდექსი“, რომელიც მჭიდროდ დაყვება ლარი-დოლარის კურსს. ეს ინდექსიც გაუმჯობესდა მას შემდგომ, რაც ლარი დოლართან გამყარდა და სტაბილურობა შეიძინა.


– სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდა. პროგნოზი საკმაოდ კონსერვატიული მიდგომითაა გაკეთებული. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საპროგნოზო ზრდაში პოლიტიკური მდგენელიც იქნა გათვალისწინებული?



– თიბისის კვლევის მოდელის მიხედვით, რომელიც შემოდინებების, ფისკალური კომპონენტისა და სესხების ზრდის პროგნოზს ეყრდნობა (სხვა დეტალებში აღარ შევალ), ამ მაჩვენებლებით 2020-ში დაახლოებით, ხუთ პროცენტიანი ზრდა გამოგვდის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია და გარკვეული საარჩევნო განწყობები შეიძლება ნეგატიური იყოს, საბაზისო სცენარით 4.5 პროცენტი უფრო რეალისტურია დღევანდელი გადმოსახედიდან. თუ შედარებით არაოპტიმისტური განწყობები იქნება, დანაკლისი შეიძლება გამოჩნდეს სესხებში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ნაწილობრივ ტურიზმსა და იმპორტში.


– როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდად იქნება ფისკალური როლი გაზრდილი 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში, ანუ სახელმწიფოს ჩარევა, იმავე ინფრასტრუქტურული პროექტების სახით და აქვე, რამდენად იქნება კერძო სექტორის როლი გაზრდილი ეკონომიკურ ზრდაში?


– ძალიან მოკლედ გეტყვით. წელს ფისკალური სტიმული იყო ძალიან გაზრდილი. სამაგიეროდ გვქონდა შემცირება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ასევე, შემცირება არ გვქონია, მაგრამ მინიმალური ზრდა გვქონდა ტურისტული შემოდინებების კუთხით. ამ ორმა ფაქტორმა 2019 წელს ნეგატიურად იმოქმედა ეკონომიკურ ზრდაზე. მომავალ წელს ფისკალური სტიმული კვლავ დადებითი იქნება მომავალ წელს, თუმცა, როგორც რის დაგეგმილი ბიუჯეტი, ის უფრო ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს მომავალ წელს ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე 2019 წელს. მიუხედავად იმისა, რომ არის წყლის პრობლემები და ა.შ. 2020 წელს ტურიზმის კუთხით მაინც ბევრად უკეთეს შედეგს ველოდებით, ვიდრე 2019 წელს. ამის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ტურიზმის კუთხით შემოდინებების შენელება, რაც ზაფხულის მერე გვქონდა, უკვე აღმოიფხვრა. მაგალითად 40 პროცენტით იზრდება ტურისტების ნაკადი ევროკავშირიდან, ასევე ზრდაა ცენტრალური აზიის რეგიონიდან და ისრაელიდან. დოლარში გამოხატული ძალიან დიდი ზრდა არ გვაქვს ჩადებული (კვლევაში), მხოლოდ 10 პროცენტი გვაქვს. მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსეთიდან და ირანიდან ტურისტების კლების მიუხედავად, გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ვალუტაში არსებული გათვლებით წლიურ დონეზე 5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ეს (რუსეთისა და ირანის) ეფექტი რომ გაივლის, შედეგი უკეთესი იქნება.


– 2019 წელი ინვესტიციების კუთხით წარმატებული არ ყოფილა. როგორი მოლოდინები გაქვთ 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკასთან დაკავშირებით?


– საბოლოო სცენარით 2019 წელთან შედარებით დაახლოებით ხუთ პროცენტიანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი ჩვენი კვლევის მიხედვით. ეს პროგნოზი ითვალისწინებს იმ დაშვებას, რომ შესაძლოა, არ განხორციელდეს ისეთი მსხვილი მეგაპროექტები, როგორიცაა ანაკლიის პორტი და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური. ამათ გარეშე, კვარტალში (რეინვესტირების ჩათვლით) დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შემოვა. ეს, რა თქმა უნდა, რეკორდული მაჩვენებელი არ არის, მაგრამ არც დაბალია და ბევრ ქვეყანაზე მეტია.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up