Mars, Amazon, Hilton და სხვა კომპანიები, რომლებმაც რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება ბოლო 12 საათში მიიღეს

Mars, Amazon, Hilton და სხვა კომპანიები, რომლებმაც რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება ბოლო 12 საათში მიიღეს

access_time2022-03-10 12:30:00

რუსეთში ტვირთების გაგზავნას წყვეტს და საქმიანობას აჩერებს მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ მაღაზია Amazon. კომპანია ასევე ზღუდავს რუსეთიდან წვდომას მის ონლაინ პლატფორმაზე Prime Video.


ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც არის მსოფლიოში ტკბილეულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია, მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს მარკიტინგული საქმიანობა რუსეთში და ბელარუსში, როგორც მისი ტკბილეულის, ასევე ცხოველების საკვები პროდუქციის. კომპანია Mars ამავე სახელწოდების შოკოლადის გარდა ასევე ფლობს ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორებიცაა Bounty, Milky Way, Twix, M&M's, Skittles Orbit და Wrigley's და ცხოველების საკვებ Pedigree, Royal Canin და Sheba-ს.


რუსეთში საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ასევე ალკოჰოლური სასმელების Jack Daniel's და Finlandia-ს მწარმოებელმა კომპანიამ Brown-Forman. კომპანიაში აცახდებენ, რომ ისინი უერთდებიან მსოფლიო თანამეგობრობას, რომლებიც მოუწოდებენ დანარჩენს მსოფლიოს შეაჩერონს კომერციული საქმიანობა რუსეთში.


ბიზნესის განვითარება შეაჩერა რუსეთში სასტუმროების ქსელმა Hilton და Hyatt. ამერიკულმა კომპანიებმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილი სიტუაციის გამო მიიღეს. კომპანიები აჩერებენ საქმიანობას რუსეთში და არ იმუშავებენ ახალ ბიზნეს პროექტებზე.



რუსეთს ტოვებს მსხვილი ამერიკული სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Caterpillar. მათი განცხადებით, რუსეთში საქმიანობა სულ უფრო რთულდება, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება საქმიანობის შეჩერებაზე. Caterpillar-ის ქარხანა რუსეთში 2000 წლიდან მოქმედებს, სადაც ესკალატორებს და სხვადასხვა ტექნიკას აწარმოებენ.


რუსეთსა და ბელარუსს ტოვებს იაპონური პრინტერების მწამორბელი Epson. კომპანია აღნიშნულს ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად წარმოქმნილ სიტუაციას უკავშირებს. ისინი ამავდროულად 1 მლნ დოლარს გადარიცხავენ უკრაინის დასახმარებლად.


რუსეთსა და ბელარუსში საქმიანობა შეაჩერა ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ Honeywell. მიზეზი ამ შემთხვევაშიც უკრაინაში შექმნილი სიტუაციაა.


bpn.ge




თეგები:
კომპანიები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up