Marriott International-მა, სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა

Marriott International-მა, სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა

access_time2019-02-28 13:30:58


Marriott International-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა და შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ დიდი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონაში, დუბროვნიკში და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.





აღნიშნულ წარმატებას, სასტუმრო „პარაგრაფმა“ სულ რაღაც ერთ წელში მიაღწია, რაც მიუთითებს დამსვენებელთა კმაყოფილებაზე, მომსახურების მაღალ ხარისხზე, სერვისების მრავალფეროვნებაზე და ა.შ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ამჟამად 450 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 95% ადგილობრივი მკვიდრია. Marriott International-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანამშრომლებს სისტემატიურად უტარდებათ პროფესიული გადამზადების მასტერკლასები, რაც მათ საშუალებას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია და დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიონ.



შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და სასტუმროების ქსელის: Marriott International - ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნული კომპანია, არა მხოლოდ Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს უწევს ოპერირებას, არამედ მას უფლება აქვს მართოს მარიოტის საერთაშორისო ქსელში არსებული 21 ბრენდი, მთელი საქართველოს მასშტაბით.



შეგახსენებთ, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა კი 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.




„მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი - „ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია სასტუმრო „პარაგრაფს“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილს „მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი ჯონ ლაისენსი ულოცავს.





„ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია. გახსნის დღიდან, 1 წლის თავზე, ამ სასტუმრომ დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია, რაც ადასტურებს იმას, რომ სასტუმრო არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს - აცხადებს ჯონ ლაისენსი.


მისი თქმით, მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სასტუმროს წარმატების მთავარი მაჩვენებელია.



„პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელი მომსახურების სერვისისა და ქართული სტუმარ- მასპინძლობის დამსახურებაა“ - განაცხადა ჯონ ლაისენსმა.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up