მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სოფელ სადახლოში შიდა გზების მოასფალტების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 1 600 მეტრი გზის კეთილმოწყობას დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი მოხმარდება.
სამუშაო პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
ჯამში, 5 კმ-ზე მეტი მეტრი სიგრძის გზის საფარი იგება სოფლებში მოლაოღლი, დაშტაფა და გაჯისაკენდი.
ყველა სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
„პანდემიის გამო, გარკვეული პერიოდი, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაჩერებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ უკვე განახლდა სამუშაო პროცესი და ტემპი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ყველა პროექტის დადგენილ ვადაში დასრულებას ვიმედოვნებთ,“- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.