მარნეულში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა. მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლში გაზი დღეს პირველად შევიდა. სოფელში მცხოვრებ 227 აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება 12,7 კმ სიგრძის გაზსადენით. გაზიფიცირებას "სოკარ ჯორჯია გაზი" მოახდენს. სოფლის გაზიფიცირების ცერემონიას ესწრებოდნენ SOCAR- ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები.
ცნობისთვის, SOCAR ამჟამად მხოლოდ ქვემო ქართლში ბუნებრივი გაზით ამარაგებს 125 347 აბონენტს.