„მარნეულში ფერმერები პროდუქტს რომ წყალს ატანდნენ, ის მონაგონი იქნება“ - როგორ აისახება საქართველოზე თურქეთის მიერ საკვებზე დღგ-ს შემცირება

„მარნეულში ფერმერები პროდუქტს რომ წყალს ატანდნენ, ის მონაგონი იქნება“ - როგორ აისახება საქართველოზე თურქეთის მიერ საკვებზე დღგ-ს შემცირება

access_time2022-02-18 15:00:00

ინფლაციის შემცირებისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის გამო თურქეთი საკვებ პროდუქტზე დღგ-ს 8%-დან 1%-მდე ამცირებს. როგორ აისახება მეზობელი სახელმწიფოს გადაწყვეტილება ქართულ ბაზარზე და ქართველ მეწარმეებზე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა ისაუბრა.



მისი თქმით, მსგავს ვითარებაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემაგებებელი ნორმა, რომელიც ადგილობრივ მეწარმეს დაიცავს.



„თურქეთის პოლიტიკა შეიცვალა და ახლა მთლიანად არიან ორიენტირებული ექსპორტზე მიმართულ აგრესიულ კამპანიაზე. ხელშეწყობისთვის კეთდება ყველაფერი და ელოდებიან, რომ უახლოეს 10 წელიწადში 50 მლრდ-ით გაზრდიან შემოსავალს აგრარული პროდუქციის გატანიდან.



რამდენიმე თვის წინ მომიწია თურქეთში პოლიტიკის განმსაზღრელ პირებთან კომუნიკაცია და შეხვედრები. იქ იყო საუბარი ზუსტად ამაზე, რომ ჭარბწარმოება აქვთ განსაკუთრებით ბოსტნეულის მიმართულებით და სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია, რომ მოხდეს გაწოვა. მით უფრო, კოვიდის დროს შეიქმნა ეკონომიკაში პრობლემები და ახლა ამის მოგვარებისკენაა მიმართული ნაბიჯები.




საქართველოს აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა უკვე 1 წელია, რომელიც როგორც იქნა მივიღეთ. კიდევ სხვა საკითხია, როგორ მუშაობს და რამდენად ქმედითია, მაგრამ მექანიზმი ნამდვილად არსებობს, რომ ბაზრის მოთამაშეები, პირობითად მებოსტნეების 50%-მა უნდა მიმართონ ხელისუფლებას და დააყენონ წინადადება, რომ საქმე აქვთ დემპინგთან. ჩატარდება მოკვლევა და დადგენის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს შემაგებებელ საბაჟო ტარიფს, რომელიც ადგილობრივ მეწარმეს გაუთანაბრებს მეწარმეს, რომელსაც დემპინგით შემოაქვს. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, მაგრამ აგრარულ სექტორში იმდენად დივერსიფიცირებული და არაკოორდინირებულია ბაზარი და არ ჰყავთ ასოციაციაც კი, რომ ეს ძალიან რთული იქნება. განსხვავებით მაგალითად, კვერცხის და ხორცის ბიზნესისგან, სადაც საკუთარი ბიზნესის დაცვის რესურსი ბევრ კომპანიას აქვს.



ახლა მთავარია, რას უნდა ველოდოთ თურქეთში გადასახადის დაწევის შემდეგ. პირველ რიგში, როგორც კი საგაზაფხულო პროდუქტი წამოვა, მარნეულში ფერმერები პროდუქტს რომ წყალს ატანდნენ, ის მონაგონი იქნება. ეს მასობრივ ხასიათს მიიღებს.



თურქეთი, თავის მეწარმეებს ყველანაირად უწყობს ხელს, საგრანტო პოლიტიკით დაწყებული საბაჟოზე გატანამდე და ჩვენს შემთხვევაში არანაირი ხელშეწყობა არ არის. პრევენციული ნორმა უნდა არსებობდეს, მაგრამ მე არ ვიცი, რას გეგმავს ხელისუფლება ამ მხრივ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსგავს კითხვებზე ძალიან ღიზიანდება და ამბობენ, რომ ჩვენ თავისუფალი სავაჭრო პრინციპებით ვმოქმედებთო. ეს არაფერ შუაშია, ევროკავშირის ქვეყნებშიც ყველა სახელმწიფო ორიენტირებულია საკუთარ მეწარმეზე და ჩვენს ყველა შეთანხმებაში ამისკენ მოგვიწოდებენ“ - განუცხადა გიგაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.



ინფორმაციისთვის, თურქეთმა საკვებ პროდუქტზე დღგ 8%-დან 1%-მდე შეამცირა. შემცირების ქვეშ მოექცა თითქმის ყველა პროდუქტი, როგორიც არის ბრინჯი, ბულგური და თხილი, ასევე, წყალი, ჩაი, შაქარი, მარილი, ზეთები და ცხიმპროდუქტები, წითელი ხორცი, თეთრი ხორცი, თევზი, რძე, იოგურტი, ყველი, ზეთისხილი და მისგან დამზადებული პროდუქტები.



ამ სიაშია კვერცხიც, კარტოფილი, ხახვი, წიწაკა, პომიდორი, კიტრი, ხილი, კონსერვები, მწნილი, ტომატის პასტა, მურაბა, თაფლი, ბადაგი, ჰალვა, თხილის პასტა, შოკოლადი, რახათ-ლუხუმი, ორცხობილა, კრეკერი, ვაფლი, ნამცხვრები, ტორტები, ფახლავა, ვერმიშელი, ბურღული, თხილი, ნიგოზი, ფისტა, ნუში, მშრალი თხილის პროდუქტები, სუნელები და ბავშვთა საკვები.



BPN.GE

თეგები:
პროდუქტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up