„მარნეულის ქარხნის“ შემდეგ წითელ ტყემალს ქსელიდან „კულაც“ ამოიღებს

„მარნეულის ქარხნის“ შემდეგ წითელ ტყემალს ქსელიდან „კულაც“ ამოიღებს

access_time2019-08-16 22:00:26

კომპანია ,,კულა’’ გაუგებრობას უწოდებს ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  წითელ „კლასიკურ“ ტყემალში აღმოჩენილია არასაკვები საღებავი. ამის მიუხედავად კომპანიამ სავაჭრო ქსელიდან დღეს ამ პროდუქტის ამოღება გადაწყვიტა.

 

„კულა“ Facebook-ის გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

„ჩვენ ყველა ჩვენს პროდუქტს ადგილობრივი ნედლეულით ვამზადებთ და არანაირ საღებავს არ ვიყენებთ. ჩვენი ნედლეულით მომარაგების სამსახური, მიკრობიოლოგიური და ქიმიური ლაბორატორიები მკაცრად აკონტროლებენ ხარისხს. კვლევისას ჩვენი ორი პროდუქტი შემოწმდა. წითელ ტყემალში აღმოჩნდა (ისიც ძალიან ცოტა რაოდენობით) და წითელ აჯიკაში არ აღმოჩნდა საღებავი, რაც ბადებს ეჭვს. აჯიკაში მეტი სუნელი და მწარე წიწაკაა შემადგენლობაში და ლოგიკურად საღებავი აჯიკაში მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ტყემალში. კვლევის შედეგებით კი აჯიკაში საღებავი არ არის აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი რომ, კვლევის შედეგები არის არასწორი.

 

ჩვენ მივესალმებით ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ ინიციატივას და მოხარულები ვიქნებით, რომ ხშირად ჩატარდეს სხვადასხვა პროდუქტის შემოწმება და მიკერძოების გარეშე მომხმარებელმა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.

 


ჩვენ ჩვენს პროდუქციას და ძირითადად ტყემლებს, 25-ზე მეტ ქვეყანაში ვაგზავნით (ისეთები როგორიცაა კანადა, აშშ, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი, დსთ-ს ქვეყნები და აშ) და ჯერ არ მიგვიღია არცერთი პრეტენზია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

„რაც შეეხება აღნიშნული ტყემლის სახეობას (წითელი კლასიკური) კომპანია ,,კულამ“ მიიღო გადაწყვეტილება ყველა სუპერმარკეტიდან გამოიტანოს წითელი კლასიკური ტყემალი და მთლიანად 2019 წლის 15 აგვისტომდე წარმოებული ტყემალი 100 პროცენტით გაყიდოს ექსპორტზე, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, აშშ, ისრაელი და ა შ. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ რომ ჩვენი პროდუქტი უვნებელია.

 

რაც შეეხება საქართველოს მომხმარებლებს, ჩვენ განვახორციელებთ 2019 წლის 1 სექტემბრამდე დამატებით გამოკვლევებს, ხელახლა გადავხედავთ ჩვენს ყველა მომწოდებელს, განვახორციელებთ დამატებით კვლევებს და ანალიზებს და 2019 წლის 1 სექტემბრიდან ქსელში დავაბრუნებთ ახლად წარმოებულ წითელ კლასიკურ ტყემალს.

 

ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან საწარმოში შემოწმებაზე შემოვიდა სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ მიერ ჩატარებული მოკვლევის და შემოწმების შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

 

სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 15 აგვისტოს  Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა.

 

არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში.






ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up