მარნეულის მუნიციპალიტეტში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებული გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებული გამოვლინდა

access_time2021-05-24 10:55:23

კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით, მესამე წელია ქვემო ქართლში საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“  იმართება. თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, ახლა უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა გამოსცადეს საკუთარი ცოდნა საქართველოს ისტორიაში.


კონკურსში 528 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე გადასულ 19 უფროსკლასელს და მათ პედაგოგებს, მარნეულის ბიბლიოთეკის ეზოში კონკურსის ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცეს.


პროექტის გამარჯვებული, მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე ლუკა ანდიაშვილი გახდა, რომელსაც „არემჯისგან“ 6 თვიანი სტიპენდია დაენიშნება. ისტორიის კონკურსს მარნეულის შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.



„არემჯი“  „დიდგორელის“ გენერალური სპონსორია პროექტის დაარსების დღიდან. მარნეული რიგით მე-4 მუნიციპალიტეტია, რომელშიც ისტორიის კონკურსი იმართება და ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ მონაწილეს იზიდავს.  ჩვენი კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს აღნიშნული პროექტის და ყველა იმ ახალგაზრდის  მხარდაჭერას, რომლისთვისაც სწავლა, განვითარება და წინსვლა პრიორიტეტია.“- განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.


„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია. ძალიან დიდი სტიმული, იმისათვის რომ გავაგრძელო  შემდგომში საქართველოს ისტორიის უფრო ღრმად შესწავლა.  ვფიქრომ, რომ ამ კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში  გააჩინოს და გააღვივოს ინტერესი ისტორიის მიმართ და ეს მიზანი ნამდვილად მიღწეულია. არ მახსოვს ბოლოს ასეთი აქტიური პროექტი, როგორიც „დიდგორელია“ , მასში თითქმის ყველა ჩემი თანატოლი და მეგობარი ჩაერთო.“ - ლუკა ანდიაშვილი, „დიდგორელის“ გამარჯვებული მარნეულში.


 ამ დროისთვის ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ მონაწილე მოსწავლეთა საერთო რაოდენობამ 1500 მიაღწია.

 

®



თეგები:
არემჯი



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up