მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ხმაურია.
სოფლში ამ წუთებში, სავაჭრო ქსელ „ჯიბე-ს“ წარმომადგენლებს ელოდებიან. ადგილზე უკვე იმყოფება აღნიშნული ქსელის ერთი სატვირთო მანქანა და მოსახლეობისგან წარმოებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შეძენა ხდება, გლეხებს წარმოებული პროდუქტი ბევრი დაუგროვდათ და ცდილობენ, რომ ჩააბარონ. სოფელში მეორე სატვირთო მანქანასაც ელოდებიან და პროდუქციით დატვირთვა დაიწყება.
ადგილზე იმყოფებიან ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მერი ზაურ დარგალი.
როგორც მედიასთან საუბრისას დარგალმა განაცხადა, სოფლებში პროდუქციის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს.
„10 სოფელში 10 სატვირთო მანქანა შემოვა. ეს პროცესი პერიოდულად გაგრძელდება და ჩვენი გამოწვევებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ მოსახლეობას, გაყიდონ პროდუქტი“, - განაცხადა მარნეულის მერმა.
imedinews.ge