თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით მოთავსებულ 9 დღის ჩვილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.
გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, როგორც საეჭვო შემთხვევა. სუნთქვის უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
რაც შეეხება დანარჩენი 12 პაცინტის მდგომარეობას, ლევან რატიანის ინფორმაციით, კვლევების თანახმად უარყოფითი დინამიკის გარეშეა. „თუ არ ჩავთვლით 80 წლის ქალს, რომელსაც აქვს სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ადის რეანიმაცის განყოფილებაში“, - აღნიშნა რატიანმა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge