მარკ მაკკორდი: „საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს ერთდროულად მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა“

მარკ მაკკორდი: „საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს ერთდროულად მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა“

access_time2020-09-17 15:20:24

„საქართველოს მთავრობამ შესანიშნავად გაართვა თავი მოცემულ რეალობას და ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს ერთდროულად მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობა სამაგალითოა მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა, რომელმაც თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში მიმდინარე ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.



მარკ მაკკორდის შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. „ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ კორონა-პანდემიით გამოწვეულ რეალობას და ავაღორძინოთ ტურიზმი მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, აქ, საქართველოში, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მოუთმენლად ველით საერთაშორისო ტურისტების ქვეყანაში დაბრუნებას. USAID უსაფრთხოების პროგრამა და USAID საქართველო ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას მრავალი წელი უჭერს მხარს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ დღევანდელი ღონისძიების სპონსორები ვართ“, - აღნიშნა მან.




USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა, თუმცა, ის დარწმუინებულია, რომ საერთაშორისო ტურისტები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან საქართველოში.



„ჩვენი პროგრამა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში საქართველო, როგორც ტურისტების დანიშნულების ადგილი, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. შესაბამისად, საზღვრების გახსნის შემდეგ ქვეყანას დიდი რაოდენობით საერთაშორისო ტურისტები დაუბრუნდებიან“, - განაცხადა მარკ მაკკორდმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up