მარკ ჰენეს დანიელსი - საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების განხილვა ძალიან მიმზიდველი წინადადებაა

მარკ ჰენეს დანიელსი - საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების განხილვა ძალიან მიმზიდველი წინადადებაა

access_time2022-08-04 00:00:00

„ვფიქრობ, წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა ინვესტირება მოახდინო წარსულში, რომელიც შეიძლება საინტერესო შეთავაზება იყოს მომავალში, რომ რეგიონში მოიზიდო ტურისტები და მიაწოდო მომსახურება ადამიანებს, როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან და დატკბნენ საკმაოდ უნიკალური ტრადიციებით, შესანიშნავი კერძებით, ტურისტული ადგილებით და ბუნებით, რომელიც წყალტუბოშია“, - ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა მარკ ჰენეს დანიელსმა განაცხადა.


მისი თქმით, წყალტუბო საქართველოს ისტორიისა და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი სამკაულია, რომელიც მართლაც საინტერესოდ აკავშირებს წარსულსა და მომავალს.


„ეს არაჩვეულებრივი ადგილია. წყალტუბოს აქვს არქიტექტურის საოცარი კოლექცია. ამასთან, კურორტი ახლოსაა ქუთაისის აეროპორტთან, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის მასთან წვდომას. აქ თავმოყრილია უამრავი ძალიან ლამაზი შენობა, რომელთაც აქვთ თანმიმდევრული არქიტექტურა და ამავდროულად ეს კურორტი გამორჩეულია უნიკალური წყლით“, - აღნიშნა მარკ ჰენეს დანიელსმა.



მისივე განცხადებით, საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების განხილვა, ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, საოპერაციო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მატებასთან და რიგი რეფორმების განხორციელების შედეგად უადვილებს ხალხს ინვესტირებას ქვეყანაში.


„ქვეყანას ჰყავს ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხს მომსახურებით და უადვილებს მათ მოიძიონ ობიექტები ინვესტიციებისთვის. ცხადია, ბოლო ორი წლის განმავლობაში გლობალური გარემო რთული იყო პანდემიის გამო, თუმცა, ჩვენ გადავლახავთ იმ პერიოდს. ძველმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, ბევრი კრიზისი გამოიარა და თითოეულის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, საქართველო იყო ძალიან პროგრესული ქვეყანა წარსულში, იგი იქნება ძალიან საინტერესო მომავალში, ხოლო ეს შუალედური პერიოდი იძლევა დიდ შესაძლებლობებს შეიძინოთ აქტივები ძალიან გონივრულ ფასებში. მომავალში ეს შესაძლებლობა აღარ იქნება და სწორედ ახლა არის შესაძლებლობა, ადამიანებმა განახორციელონ ინვესტიცია საქართველოში“, - აღნიშნა მარკ ჰენეს დანიელსმა.


ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს







ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up