Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ყოველდღე სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი ყალბი გვერდი უქმდება. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ცუკერბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მხრივ სოციალური ქსელებისთვის მედიასა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შორის ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, იმიტომ რომ თუ ერთმა ადამიანმა ტელეფონით მეორეს რაღაც საფრთხის შემცველი უთხრა, ამისთვის მობილური კავშირის ოპერატორი არ ისჯება.
„ჩემი აზრით, საფრთხის შემცველი კონტენტის რეგულირების მექანიზმი გვჭირდება. ჩვენი სოციალური ქსელის კონტენტს 35 ათასი თანამშრომელი ამოწმებს. ყოველდღე ჩვენი თანამშრომლები და ავტომატიზირებულისისტემები მილიონზე მეტ ყალბ გვერდს აუქმებენ“, - განაცხადა ცუკერბერგმა.
2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია 14-16 თებერვალს იმართება.
Imedinews