საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის  ლეგალიზაციაზე ვენეციის კომისიის გამოცემაში მოხვდა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის ლეგალიზაციაზე ვენეციის კომისიის გამოცემაში მოხვდა

access_time2019-05-23 15:20:15

ვენეციის კომისიამ თავის გამოცემაში 2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული 5 გადაწყვეტილება შეიტანა, რომელთა შორისაც მარიხუანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც შევიდა.


ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ვებგვერდის მეშვეობით ავრცელებს.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას - წერია საკონსტიტუციოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.



სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გირჩის ლიდერების ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელის საფუძველზე მიიღო. ჯაფარიძე და მეგრელიშვილი მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, მათ ინტერესებს გირჩის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია იცავდა.


მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი და ევა გოცირიძე შეადგენენ. საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 30 მაისს გაიმართა.


ვენეციის კომისიის გამოცემა (e-Bulletin on Constitutional Case-Law) ევროპის კონტინენტსა და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცენდენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას სასამართლო პრაქტიკაში განვითარებული უახლესი ტენდენციების შესახებ.


ვენეციის კომისიის გამოცემაში ასევე 2018 წლის 7 დეკემბერის განჩინებაც მოხვდა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებას ეხებოდა, შეეძინათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელთა საკუთრების უფლების მოპოვების აკრძალვა.


კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოცემაში მოხვდა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საპატრიარქოს სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა და მეორე მხრივ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტრავრაციასა და მოხატვას, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებდა, თუ ეს სამუშაო საპატრიარქოს დაკვეთით იყო შესრულებული. საკონსტიტუციო სასამართლომ 3 ივლისს მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას.


ტაბულა






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up