ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დაავადების კონტროლირებისთვის აუცილებელია რეგულაციების შესრულება.
„არ მგონია, კარანტინის გამოცხადებაზე იყოს საუბარი, იმიტომ, რომ ხედავთ, როგორ მყისიერად ხდება თანაზომადი ღონისძიებების გატარება. ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეუძლია, რომ გამოავლინოს პაციენტები, პრევენცია და იზოლაცია მოახდინოს. თვითიზოლაცია თუ საკარანტინო სივრცე დამოკიდებულია ინფიცირებული პაციენტის ყოფით მდგომარეობაზე. თუ შეუძლიათ სახლში იზოლირება, სახლში იზოლირებით გაარძელებენ მეთვალყურეობას, ბოლოში კი კვლევის ჩატარებას, ვისაც არა - საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სწორად გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, დისტანცირებას, პირბადეების ტარებას და ხელების ჰიგიენას, ეს იქნება დაავადების კონტროლირების წყარო“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
imedinews.ge