მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია

access_time2020-06-12 10:58:55

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯამში 5 პაციენტია, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.


როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 სამედიცინო პერსონალია, 3 - საკარანტინო სივრციდან, 2 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.


„ბოლო 24 საათში 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდა 3 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის საკარანტინო ზონიდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 2 გახლავთ უკვე დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტში მყოფი პირი, 1-ის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. თბილისშია ინფიცირებული პაციენტი, ვისი წყაროც დაუდგენელია. გუშინ იყო ასეთი 4 შემთხვევა, 1 დაგვემატა. ასეთი მარტივი არ არის, როდესაც წყარო უცნობია, მიდის ჩაღრმავებული კვლევები - ყველა მათი კონტაქტების მოძიება, კონტაქტების გამოკვლევა, ამ კონტაქტებში თუ იქნება დადასტურებული შემთხვევა და მათი კიდევ კონტაქტები, ანუ საკმაოდ შრომატევადი და ცოტა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევა საბოლოო ჯამში კარგად დასრულდა, ყველგან წყარო მოძიებული იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევების პირველწყაროც იქნება მოძიებული”, - განაცხადა ეზუგბაიამ.



მისი თქმით, ინფექციურში კვლავ 2 მძიმე პაციენტია, რომლის მდგომარებაც, ჯერჯერობით, სტაბილური არ არის.


„ჩვენთან გუშინ 2 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე კლინიკაში 38 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. კვლავ გვყავს 2 მძიმე პაციენტი პნევმონიით, მათი მდგომაროება, ჯერჯერობით, არ არის სტაბილური, დაავადება გარკვეულწილად პროგრესირებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესირება არ იქნება ძალიან მძიმე და სწრაფი, დაემორჩილება მკურნალობს და ალბათ, პროგნოზი მომავალში იქნება კეთილსაიმედო”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.


ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიწესონ თვითშეზღუდვები და თუ არ არსებობს აუცილებლობა, არ შეიკრიბონ.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up