ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კლებას განაგრძობს, თუნდაც, მინიმალურს, 2 კვირაში კვლავ კონტროლირებად და ზომიერ მატებას მივიღებთ.
როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, აჭარის რეგიონში ინფექციის ლოკალიზების და ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
„არსებული დინამიკით, ახალი დადასტურებული პაციენტების რაოდენობა ბოლო პერიოდი ძალიან მზარდია.
გუშინ იყო 196, დღეს კი 179, თუ ჩვენ ასეთი მინიმალური სხვაობა, დაღმართი, მომდევნო დღეებში გვექნება კარგი იქნება.
აჭარის რეგიონი არის მნიშვნელოვანი. 179 შემთხვევიდან 126 აჭარაში დადასტურდა, იცით რომ აჭარაში მობილიზებულია დიდი ძალები, მიდის ლოკალიზციის და ლიკვიდაციის სამუშაოები. თუ ასე გაგრძელდება, თუნდაც, მინიმალური დაღმავალი კლება იქნება, ალბათ, სადღაც 2 კვირაში ისევ ზომიერ, კონტროლირებად მატებას მივიღებთ. ეს სურვილია, როგორ განხორციელდება ვნახოთ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებელია რეგულაციების შესრულება, პიბადეების ტარება, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა. დაწესებულებებში აუცილებლად მაღლ დონეზე უნდა იყოს დაცული სანიატარული ნორმები “,-განაცხადა ეზუგბაიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ სარგებლობს მარინა ეზუგბაია ბრიფინგის დროს ტრიბუნით მიკროფონების განსათავსებლად და დისტანციის დასაცავად, მაშინ, როდესაც სხვა კლინიკები აღნიშნულ მეთოდს იყენებენ, მარინა ეზუგბაია ასე პასუხობს: „ მე და ტრიბუნა ერთმანეთს ვერ ვეთანხმებით, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია სხვა რამე მოვიფიქროთ ტრიბუნის გარდა“.
IPN.GE