თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საქართველოს სამ მოქალაქეს კი, ვირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა.
„საქართველოში სულ 236 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მაგრამ აქედან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ იქ დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან და აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
1tv