148 ინფიცირებული არ არის დიდი ციფრი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი და კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ რომ ეს დიდი პრობლემა გადავლახოთ დიდი დანაკლისების გარეშე. როცა შიდა გადაცემა გვაქვს, დღეში თუნდაც 18-20 ახალი შემთხვევა ტრაგედია არ არის- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.
მარინა ეზუგბაის თქმით, ეს ციფრები აბსოლუტურად მისაღებია და ნორმაში ეტევა და კატასტროფა არაა.„ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია ასე დავამათავრებთ“- აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოში 40 პაციენტს მკურნალობენ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
imedinews.ge