სიახლე არ არის, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება, ერთი, სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ კლინიკა, რომელიც უხელმძღვანელებს ინფექციებით დაავადებულ პაციენტებს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც თენგიზ ცერცვაძის განცხადებაზეჰკითხეს.
„ეს ახლა არ გამხდარა აქტუალური, ეს მუდმივად აქტუალურია. ამ თემაზე საუბარი არასდროს არ შეჩერებულა. აქტუალური იქნება, ვიდრე არ გადაწყდება ეს საკითხი. განცხადება მოისმინეთ, რომ გამოყოფილია თანხა ახალი ცენტრის შესაძენად, მიმდინარეობს საუბარი ტექნიკურ სამუშოებზე და იმედი მაქვს, რომ დაწყებული საქმე კეთილად დაგვირგვინდება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 1462 შემთხვევაა დადასტურებული. 1196 განიკურნა. 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5806 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230.
Imedinews