კორონავირუსის მკურნალობის ტაქტიკა ჩვეულებრივად ცვალებადი ხდება სიმძიმესთან მიმართებაში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, შესაძლოა დაავადება თავიდან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდეს, მაგრამ კორონავირუსს თავისი მიმდინარეობის გარკვეული ხასიათი აქვს.
„შეიძლება დაავადებამ ნებისმიერ მომენტში, გინდა მსუბუქ, გინდა საშუალო, გინდა მძიმე ფორმისას, განიცადოს კიდევ უფრო მეტი პროგრესი. მსუბუქი გადავიდეს საშუალოში, საშუალო მძიმეში და ა.შ. ანუ გარკვეულწილად, მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება დაავადებას ჰქონდეს პროგრესირების ხასიათი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
imedinews.ge