მარინა ეზუგბაია ინფექციურში შეყვანილ 14 პაციენტზე - დიდი ალბათობით, ამ შემთხვევებშიც ტესტი შედეგი იქნება ნეგატიური

მარინა ეზუგბაია ინფექციურში შეყვანილ 14 პაციენტზე - დიდი ალბათობით, ამ შემთხვევებშიც ტესტი შედეგი იქნება ნეგატიური

access_time2020-02-26 22:00:40

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 14 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსზე ჯერ -ჯერობით უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვარაუდობს, რომ ამ პაციენტების შემთხვევაშიც ტესტის პასუხი ნეგატიური იქნება.

„დღეს დილით ჩვენ გვყავდა 13 პაციენტი, დღის განმავლობაში კიდევ დაგვემატა რამდენიმე, დღეს დილით მოხდა პაცინტებზე ტესტის აღება კორონავირუსზე. ვინაიდან 14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების შეგროვება ერთდროულად იმიტომ, რომ თითოეული ტესტის აღებას თითოეულ პირზე აქვს გარკვეული პროტოკოლური შევსება და დრო, ამიტომ ძალიან გაიწელა ამ 14 პაციენტზე ტესტების აღება და დაახლოებით, 2-3 საათი იყო, როცა მორჩა მთელ ამ 14 პაციენტზე პროტოკოლის შევსება და ტესტების აღება და წაღება. აქედან გამომდინარე, ჯერ ვერ დამთავრდა ანალიზის ბოლომდე დასრულება და პასუხები ჯერ არ გვაქვს ხელზე, ალბათ 1 ან 2 საათი შეიძლება დასჭირდეს ტესტის მოწოდებას ჩვენთვის, ზუსტად მე ვერ გეტყვით დროს. სანერვიულო არაფერი არ გვაქვს. პაციენტების ზოგადი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, გამორიცხულია პნევმონია, კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება არც ერთთან, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა არის სტაბილური. დიდი ალბათობით, ამ შემთხვევებშიც ტესტი შედეგი იქნება ნეგატიური“, - განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

 


Ipn.ge





საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...


მსგავსი სიახლეები

up