მარინა ეზუგბაია - ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა, დანარჩენი ოთხის მდგომარეობა უკვე სტაბილურია

მარინა ეზუგბაია - ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა, დანარჩენი ოთხის მდგომარეობა უკვე სტაბილურია

access_time2020-04-05 10:30:39

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული ხუთი მძიმე პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა დასტაბილურდა და მხოლოდ ერთი მათგანი ფასდება, როგორც კრიტიკული პაციენტი.

„ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა, დანარჩენი ოთხი პაციენტი უკვე სტაბილურ მდგომარეობაშია, მათთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია, აღარ გაგრძელებულა და იმედია, რამდენიმე დღეში ვიტყვი, რომ ისინი ჩვეულებრივი, მძიმე პაციენტები არიან“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავდმყოფოშო ორი არასრულწლოვანი რჩება.

„მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ალბათ ისინიც დატოვებენ ჩვენს კლინიკას გამოჯანმრთელებულები“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის მონაცემებით, კლინიკაში 15 პაციენტის სინჯია აღებული.

1tv




„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა
access_time2020-06-02 13:01:44
ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს...

„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა

„ეკომარტი“ -  ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა
access_time2020-06-02 11:55:59
დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე შეიძინონ ნატურალური პროდუქტები. ნებისმიერ შეკვეთას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ. გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილი მაღაზია საქართველოში წარმოებულ ხარისხიან და ეკოლოგიურ პროდუქციას უყრის თავს. ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები,...

„მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - რა ღირს მიწის ნაკვეთი თბილისსა და მის შემოგარენში

„მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - რა ღირს მიწის ნაკვეთი თბილისსა და მის შემოგარენში
access_time2020-06-02 13:00:23
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია სხვადასხვა სექტორზე, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაიზარდა.თუმცა მოთხოვნის გაზრდის პარალალურად, ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს. მიწის ნაკვეთებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ფასად ნახავთ. კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია...

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას (ფოტოები)

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას (ფოტოები)
access_time2020-06-02 12:00:42
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შესაძლოა 15 ივლისამდე გაიხსნას. საუბარია ოზურგეთში, შეკვეთილთან, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ახალი დენდროლოგიურ პარკზე. ამის შესახებ ინფორმაციას და პარკის ფოტოებს ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად 31 მაისს გახლდით. 15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და...


მსგავსი სიახლეები

up