დღეს დილიდან დაგვემატა ორი შემთხვევა, ერთი უკვე შემოყვანილია ჩვენთან. ეს იმპორტული შემთხვევაა. ინფიცირებულია სომხეთიდან ჩამოსული პაციენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისი მთქმით, პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. კეთდება კვლევები, მათ შორის რადიოლოგიური და უფრო დეტალურად ამის მერე შეფასდება მისი მდგომარეობა.
„მეორე პაციენტი ახლა ბათუმიდან გადმოჰყავთ. ის 10 წლის ბავშვია და მშობელთან ერთად მოჰყავთ. მისი ისტორია ჩემთვის არ არის ცნობილი. მშობლის შემთხვევაში არ არის დადასტურებული კორონავირუსი. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ბავშვთან არის დადასტურებული კორონავირუსი“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 23 ადამიანი უკვე განიკურნა.
Imedinews.ge