კორონავირუსით ინფიცირებული 3,874 პაციენტიდან, 43 პაციენტი კრიტიკულად მძიმე პაციენტია, საიდანცაც 41 მართვით სუნთქვაზე, ხოლო 9 პაციენტი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფექციური პატოლოგიის ცენტრში ამჟამად 31 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, არის 1 კრიტიკული პაციენტი, ასევე 3 და 6 თვის ბავშვები და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, საჭიროა რეგულაციების დაცვა, რომ გავუფრთხილდეთ თბილისს, და არ მოხდეს ის რაც მოხდა აჭარაში.
საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 252 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8118 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4244 ადამიანი, 50 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge