სოციალური მომსახურების სააგენტო „ლიბერთი ბანკს“  სასამართლოში უჩივის - რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა სოციალურად დაუცველთა მომსახურებაში

სოციალური მომსახურების სააგენტო „ლიბერთი ბანკს“ სასამართლოში უჩივის - რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა სოციალურად დაუცველთა მომსახურებაში

access_time2018-12-24 17:30:52

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2015-2016 წლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეისწავლა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიც გასცა..


გამოვლენილ დარღვევებს შორისაა, ლიბერთი ბანკის მიერ ხელშეკრულების შესრულების არასათანადო მონიტორინგი, სარეიტინგო ქულის გამოთვლასთან დაკავშირებული ხარვეზები და ბენეფიციარების პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევა.


სააგენტოს მიერ შემუშავებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარებზე თანხის გადარიცხვის ეფექტიან/ადეკვატურ პროცესს აცხადებს აუდიტის სამსახური


სააგენტო 2014 წლის შემდეგ არ ახორციელებს „ლიბერთი ბანკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. შესაბამისად, სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად მიზნობრივად ხარჯავს ბანკი საბიუჯეტო სახსრებს.


აღსანიშნავია, რომ 2013- 2014 წლებში გამოვლინდა ლიბერთი ბანკის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები თანხების დაგვიანებით გადარიცხვის გამო და აღნიშნულისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა.


ამასთან, დღემდე მიმდინარეობს 2014 წელს დაწყებული სასამართლო დავა „ლიბერთი ბანკსა“ და სააგენტოს შორის სადავო თანხებზე, რომელიც მოიცავს 7 ბენეფიციარის საქმის განხილვის შედეგად „ლიბერთი ბანკზე“ დაკისრებულ 486,758.06 ლარის პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების პირობის დარღვევისათვის.


„სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის შედეგად, სააგენტოს არ გააჩნია რწმუნება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და დროულ ხარჯვაზე,“-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.


ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის ვალიდაციის პროცესში არსებული ნაკლოვანებები


სააგენტო ვერ ახორციელებს ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების დაზუსტებას. მიზეზი კი ისაა, რომ სააგენტოს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები შესაბამის უწყებებთან და ამასთან ქვეყნის დონეზე სრულყოფილი მონაცემები არ არსებობს, რაც რისკის ქვეშ აყენებს მაძიებელთათვის ადეკვატური ქულის გამოთვლის პროცესს და არათანაბარ პირობებში აყენებს საარსებო შემწეობის მაძიებლებს.



ასევე პრობლემურია სარეიტინგო ქულის გამოთვლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბენეფიციარის ასაკის განახლება.


გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარსებო შემწეობის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა დააფიქსირა ბენეფიციარებზე საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად გადარიცხვის ფაქტები.


სააგენტოს არ აქვს შემუშავებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა


სააგენტო არსებული საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესრულებას და რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეთა შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.


კერძოდ, არსებობს თანამშრომელთა არაავტორიზებული დაშვების შესაძლებლობა  მოქალაქეთა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.


ამასთანავე, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს რაიონული ცენტრების ადეკვატურ ტექნიკურ მხარდაჭერას (IT support), რაც ზრდის ინფორმაციული უსაფრთხოების დარღვევის რისკს.


არსებული ნაკლოვანებების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემდეგი რეკომენდაციები გასცა:


• ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სააგენტომ შეიმუშაოს ქმედითი მექანიზმები, ბენეფიციარის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის ვალიდაციისათვის;


• სარეიტინგო ქულის მუდმივი სისწორის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ განახორციელოს აპლიკაციაში შესაბამისი ბრძანების მოდიფიცირება, რომელიც პერიოდულად განაახლებს ასაკის ველს;


• სააგენტომ, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა, არსებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შეიმუშავოს პოლიტიკა და პროცედურები ინფორმაციული წვდომისა და პრივილეგიების განსაზღვრის მიზნით; დანერგოს სისტემაში მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ქმედებების მონიტორინგის ქმედითი სისტემა.


შეგახსენებთ, რომ საარსებო შემწეობის პროგრამა 2006 წლიდან მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია, მიზნობრივი სოციალური ჯგუფებისთვის საარსებო მინიმუმის გაცემით, ქვეყანაში სიღარიბის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრა და სოციალური რისკების შემცირება.



სააგენტოს მიერ 2013-2016 წლებში ჯამურად გაცემული საარსებო შემწეობის მოცულობა 1,018.8 მლრდ.  ლარია.



მარიამ ტიტვინიძე





ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა
access_time2020-12-04 14:40:18
საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს.   „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წარმოება ნაწილობრივ ელექტოენერგიაზეა დამოკიდებული, გაზის ტარიფის მატება პროდუქციის ფასზეც აისახება,“ – აღნიშნავს ვანო გოგლიძე და ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.   შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი...

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს
access_time2020-12-04 13:10:14
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 5 792 ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს. ინფორმაცია მედიას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ გააცნო.   მისივე ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათგან 16 733 გააფრთხილეს, 7 კი დააჯარიმეს.   მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში აკრძალულია კომერციული საქმიანობის არაერთი ფორმა. მათ შორის, მოლების...

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში  ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა
access_time2020-12-04 12:00:05
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით.     მათ შორის, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 493,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის...

ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება

ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება
access_time2020-12-04 13:45:23
წლიური ინფლაციის განაკვეთი ნოემბერში აპრილის პიკური 6.9%-იანი დონიდან 3.8%-მდე შემცირდა. კლების მიუხედავად, ის კვლავ აცდენილია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს. 2020 გამონაკლისი არ არის, 2015 წლის შემდეგ ეს უკვე მესამე წელია, როდესაც ინფლაციის განაკვეთი 3%-ს აჭარბებს. ჰიპერინფლაციისა და კუპონიზაციის შემდგომ პერიოდშიც კი ინფლაცია...

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს
access_time2020-12-04 10:55:48
Mastercard და Wolt ხშირად ერთიანდებიან მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ეს კოლაბორაციები კი განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც სარესტორნო ბიზნესს, ისევე როგორც მოსახლეობას, მხარდაჭერა სჭირდება.   1 დეკემბრიდან, Wolt-ის ყველა მომხმარებელი, რომელიც Mastercard-ის ბარათით გადაიხდის შეკვეთის საფასურს, ავტომატურად ისარგებლებს უფასო მიტანის აქციით - მიტანის საფასური მომხმარებლებს Wolt-ის ანგარიშზე დაუბრუნდებათ. შეთავაზება აქტიურია ნებისმიერი ობიექტიდან...


მსგავსი სიახლეები

up