მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

access_time2017-10-04 15:20:29

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალიშვილი აცხადებს, ის ემშვიდობება ენერგეტიკის სამინისტროს, მაგრამ ამ სფეროში რჩება. 

 

კითხვაზე, თუ რატომ დატოვა თანამდებობა და სად გააგრძელებს მომავალში საქმიანობას, ვალიშვილი განმარტავს, რომ: „ამდენი წლის შემდეგ ვფიქრობ, ცვლილებების დრო მოვიდა. ბევრი საინტერესო წინადადებაა და რომელიმეს ავარჩევ“, – განუცხადა „კომერსანტს“ ვალიშვილმა. 

 

 


მარიამ ვალიშვილი 2008-2012 წლებში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2012 წლიდან კი რიგითი მოადგილეების სიაში გადაინაცვლა.

 

 

 



Black Friday - ეკოვუდში ! მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე

Black Friday - ეკოვუდში !  მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე
access_time2020-11-27 11:00:52
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. კომპანია ეკოვუდი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, საქართველში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Altax (Sherwin-Williams), Weco, Bayris, Astra Trade, Bowi, Deck-Dry, Gwozdeck და სხვა. ფასდაკლებულ ასორტიმენტში თქვენ იხილავთ ხის ფასადის მასალებს, კედლის და ჭერის პანელებს, იატაკის და ტერასის მასალებს, კიბის საფეხურებს, ხის...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.   ეკონომიკური...

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2020-11-27 11:00:25
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.   „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.   „ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11000...


მსგავსი სიახლეები

up