მარიამ ქვრივიშვილმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გამართული ვებინარის მონაწილეებს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა და  ტურიზმის გახსნის ეტაპები გააცნო

მარიამ ქვრივიშვილმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გამართული ვებინარის მონაწილეებს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა და ტურიზმის გახსნის ეტაპები გააცნო

access_time2020-05-12 22:15:29


„როგორ დავუბრუნდეთ ბიზნესს ტურიზმის სფეროში “ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში   ონლაინ ვებინარი გაიმართა.

სესიას პირდაპირ ეთერში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი „სთორი თელინგის“ აპლიკაციის „სტელერის“ წარმომადგენლები პიტერ ბრაიანტი და რიჩარდ ბენგსი უძღვებოდნენ.

 დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და USAID-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა.

„მინდა სიამაყით გითხრათ, რომ საქართველო პირველია, რომელიც ტურისტებისთვის ქვეყანას ხსნის.  15 ივნისს იწყება შიდატურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  ეს დიდ წვლილს შეიტანს ბიზნესის  ამოქმედებაში. განსაკუთრებით კი მათთვის არის მნიშვნელოვანი ვინც რეგიონებში საქმიანობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ  შიდა ტურიზმის გახსნა დამატებით შემოსავალს მოუტანს სასტუმროებს, გესთჰაუზებს, ჰოსტელებს, სატრანსპორტო კომპანიებს, გიდებს, კვების ობიექტებს და ა.შ.  1 ივლისი კი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. ჩვენ ვუმასპინძლებთ  საერთაშორისო მოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნიდან.  მიმდინარე თვე დაეთმობა მოსამზადებელ სამუშაოებს”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვებინარის მონაწილეებს  საქართველოს მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა გააცნო.

„მინდა გითხრათ სიამაყით, რომ  საქართველო ერთ-ერთია სხვადასხვა ქვეყნებს შორის, რომელიც პირველი დაეხმარა ტურიზმის ინდუსტრიას. დახმარების პირველი პაკეტი მარტში, მეორე კი აპრილში მომზადდა.  როგორც იცით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორი საჭიროებს დამატებით  მხარდაჭერას, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სახსრები, რაც  ტურიზმის ინდუსტრიას სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარება.“


ვებინარზე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორთან მიმდინარე დიალოგის და უსაფრთხოების იმ წესების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მოხდება ტურისტების მიღება.

 „ რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ  ჩვენ გავწერეთ გეგმა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმის ინდუსტრია, რა იქნება სავალდებულო კერძო სექტორისთვის ბიზნესის ოპერირებისას. ეს კეთდება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით.  ჩვენი მისია ძალიან მკაფიოა.  ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვმუშაობთ გაიდლაინების ფორმირებაზე. ტურიზმის სექტორის ყველა სეგმენტთან ვმართავთ დიალოგს, რომ ვუზრუნველვყოთ  კერძო სექტორის მოთხოვნების გათვალისწინება.    ჩვენი მიზანია  მივიღოთ  უსაფრთხოების ზომები და ამავდროულად  კერძო სექტორისთვის  არ იყოს დამატებითი შეფერხება, რომ მათ სრულყოფილად გააგრძელონ საქმიანობა.ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. მწვანე ზონების შექმნაზე. საუბარია სხვადასხვა კურორტებზე და ჩვენ იმედი გვაქვს კერძო სექტორი ძალიან პროდუქტიულად შეასრულებს ყველა სამუშაოს მათი მხრიდან“

 დისკუსიის მონაწილეებს მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა, რომ საერთაშორისო არეალზე საქართველოს ძალიან დიდი აღიარება აქვს ბოლო თვეებში COVID-19 წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში.

„ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ საქართველო წარმოჩნდეს როგორც ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ჩვენ, ტურიზმის ინდუსტრიას გვმართებს ისეთი სიფრთხილე  როგორც არასდროს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია საფრთხის შემცველი გახდეს როგორც სექტორში ჩართული მოქალაქეებისთვის,   ასევე ტურისტებისთვის.  სწორედ ამიტომ  ვქმნით უსაფრთხო დერეფნებს. ეს არის სამუშაო პროცესი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს კარგი უკუკავშირი სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან დიდ სიფრთხილეს  იჩენენ თავიანთი მოქალაქეებისთვის სამოგზაურო რეკომენდაციის მიცემისას. ამ ქვეყნებთან გვაქვს ძალიან პოზიტიური  შედეგები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 18 საერთაშორისო ავიაკომპანია ადასტურებს მზაობას დაბრუნდეს ქართულ ავიაბაზარზე.

ჩვენ გვაქვს მკაცრი წესები მიღებული აეროპორტების და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით, თუმცა ამავდროულად  ჩვენ 1 საათზე მეტს არ დავაყოვნებთ მოგზაურებს.  ყოველივე ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის  დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ  ეს გვეხმარება , წარმოვაჩინოთ, რომ   ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულება ვართ მთელს მსოფლიოში.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up