მარიამ ქვრივიშვილმა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან ერთად ბაკურიანში  ზამთრის სეზონის წინ სამუშაოები დაათვალიერა

მარიამ ქვრივიშვილმა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან ერთად ბაკურიანში ზამთრის სეზონის წინ სამუშაოები დაათვალიერა

access_time2019-12-13 12:26:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ბაკურიანში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.



ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განსახილველად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ბაკურიანში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.



სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს საბაგიროები, საპარკინგე ადგილები და სველი წერტილები. ტურისტული ნაკადის ზრდის ფონზე, კურორტზე პარკინგის რამდენიმე ზონის მოწყობა იგეგმება. უწყებების წარმომადგენლებმა დიდველსა და კოხტას საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეს.




„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბაკურიანში, რომ ადგილზე გავეცნოთ სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებს. ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მიიღოს უფრო მეტად გაზრდილი ტურისტული ნაკადი. აქ ჩვენ ვიმყოფებით სხვადასხვა უწყებასთან ერთად, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმის სექტორთან, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ წლევანდელი ზამთარი გამორჩეულად წარმატებული გვქონდეს.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



„კურორტები მზად არის. სასრიალო არეალი მოწესრიგებულია, უსაფრთხოების ყველა სისტემები, საბაგიროები მწყობრშია, გავლილია ყველა შემოწმება. ჩვენ გადავამზადეთ როგორც სამაშველო, ასევე საბაგიროს პერსონალი. დავამატეთ ახალი გონდოლები. წინასწარ საკმაოდ ბევრი სეზონური აბონემენტი გაიყიდა, რაც საშუალებას მოგვცემს სეზონის დროს სალაროებთან დიდი რიგები აღარ იყოს.“-აცხადებს თეიმურაზ გამცემლიძე.









დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up