მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ მფლობელს და მმართველ გუნდს სასტუმროს საკარანტინო სივრცედ უსასყიდლოდ დათმობისთვის მადლობა გადაუხადა

მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ მფლობელს და მმართველ გუნდს სასტუმროს საკარანტინო სივრცედ უსასყიდლოდ დათმობისთვის მადლობა გადაუხადა

access_time2020-04-09 21:00:25

სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ მფლობელმა და მმართველმა გინდმა მთლიანი სასტუმრო, 155 ნომრით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო.


სასტუმროს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა.


„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ მფლობელს და მმართველ გუნდს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის და სასტუმროს საკარანტინო სივრცედ უსასყიდლოდ დათმობისთვის.


სასტუმროს თითოეულ თანამშრომელს უსაზღვრო მადლიერება ეკუთვნის კარანტინში მყოფებზე ზრუნვისთვის, წინა ფრონტზე თავდაუზოგავად შრომისთვის და COVID-19 დამარცხებაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის. ყველა ადამიანი ვინც კარანტინის ზონაში მუშაობს ჩვენი ინდუსტრიის გმირია.


მიხარია რომ ქართულმა ტურიზმის სექტორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ კერძო-საჯარო ღირებულბების და ინტერესების 100% თანხვედრაა. “-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




„ამბასადორი კაჭრეთთან“ ერთად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისთვის სრულიად უსასყიდლოდ სასტუმროები დაუთმეს


“RAKIA Georgia-ს“ მფლობელობაში მყოფმა სასტუმრო “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-მა 200 ნომრით, “GMT Group-მა” სასტუმრო „Moxy Tbilisi“ 130 ნომრით, “Maqro Group” -ის მფლობელობაში მყოფმა სასტუმრო „IBIS Styles Tbilisi Center“ 100 ნომრით, სასტუმრო “Dreamland Oasis Chakvi”-მა 85 ნომრით,რაჭაში მდებარე სასტუმრო “კარსე” 10 ნომრით.


მარიამ ქვრივიშვილი დიდ მადლობას უხდის იმ სასტუმროების მმართველებსა და მფლობელებს, რომლებმაც განსაკუთრებული შეღავათიანი ფასით სახელმწიფოს დაუთმეს სასტუმრო ტერიტორიები, სადაც მოეწყო საკარენტინო სივრცეები. ესენია: „აჭარა ჯგუფის“ მფლობელობაში მყოფი სასტუმრო „Holiday Inn,“ სასტუმრო „Gudauri Lodge, “ სასტუმრო “Ramada Encore by Wyndham Tbilisi,“ სასტუმრო „ყვარლის ტბა,“ სასტუმრო „Cron Palace Tbilisi,“ სასტუმრო “Hilton Batumi,” სასტუმრო “Wyndham Batumi,” სასტუმრო “JRW Welmond Hotel” ბათუმში, სასტუმრო „Euphoria Batumi,“ სასტუმრო “Intourist Palace Batumi,” სასტუმრო “City Batumi’’ და სასტუმრო “Legend Business Hotel Batumi.”

ამ დროის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო სივრცეები 86 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 4663 ადამიანია განთავსებული. 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 4321-მა მოქალაქემ.


სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში 2466 ადამიანია დასაქმებული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up