მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმის 2025 წლის სტრატეგია წარადგინა

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმის 2025 წლის სტრატეგია წარადგინა

access_time2019-03-16 19:10:47

ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების დანიშვნა , იაპონიის და ჩინეთის ტურისტული ბაზრების ათვისება საქართველოს ტურიზმის 2025 წლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აჭარაში კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა .

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით ქვეყნის ტურიზმის ერთ ერთი მთავარი გამოწვევა ტურიზმის ბაზრის დივერსიფიკაციაა . „როგორც იცით  2015 წელს ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან წილი 91 % იყო,   ჩვენი მიზანია 2025 წელს ტრადიციული ბაზრების წილი 70 %-მდე ჩამოვიდეს, ხოლო მაღალმხარჯველუნარიანი ბაზრების კი 30 %-მდე გაიზარდოს, ამიტომ ჩვენ ბევრად უფრო აქტიურები ვხდებით ევროკავშირის მიმართულებით. მნიშვნელოვანია დანიშნოს მეტი რეგულარული ავიარეისი ევროპის მიმართულებით. ასევე ჩვენ გვინდა რომ უახლოეს წლებში ძლიერი პოზოციები გვქონდეს იაპონიისა ჩინეთის ტურისტულ ბაზრებზე“, - განაცხდა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონის გაზრდა ღონისძიების ერთ ერთი მთავარი თემაც იყო იმისათვის რომ ყველა სეზონზე აჭარა ტურისტებისთვის ევროპის მასშტაბით მიმზიდველი რეგიონი იყოს.




თეგები:
ტურიზმი



თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up