მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტარებს სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის და შიდა ავიაციის განვითარების გეგმები გააცნო

მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტარებს სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის და შიდა ავიაციის განვითარების გეგმები გააცნო

access_time2021-07-02 09:00:00

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომაზე, რომელიც მესტიაში გაიმართა, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში ტურიზმისა და შიდა ავიაციის აღდგენის, აღნიშნული სექტორების შემდგომი განვითარებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



სამინისტროს ცნობითვე, პარლამენტარებს აღნიშნულ მხარეში ტურიზმის და შიდა ავიაციის განვითარების გეგმები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო. 



სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად მიმოიხილა ტურიზმის ბოლოდროინდელი სტატისტიკა და ფინანსური მაჩვენებლები, ასევე ისაუბრა ტურიზმის სექტორისთვის განკუთვნილ სამთავრობო მხარდაჭერის პროგრამებზე, ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სვანეთში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვას. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა შიდა ავიაციის აღდგენის მნიშვნელობას.




მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სვანეთისთვის ასევე პრიორიტეტულ ზამთრის ტურისტულ კურორტებზე - თეთნულდსა და ჰაწვალზე და იქ არსებულ პროექტებზე, აგრეთვე მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი სამთო და საფეხმაბლო ბილიკების მარკირებაზე, ტურიზმის სექტორის ადგილობრივი წარმომადგენლებისათვის დაგეგმილი ტრენინგებზე, საერთაშორისო პრესტურების მოწყობასა და სხვ.



„საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ჩვენ წარვადგინეთ ყველა მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩვენმა გუნდმა გასულ წლებში განახორციელა. მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა საპარლამენტო გუნდთან, რომლის ფარგლებში დეპუტატებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ვხედავთ და რას ვაპირებთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ტურიზმის, შიდა ავიაციის, ასევე მთის კურორტების სწრაფი და მდგრადი აღდგენის კუთხით,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up