მარიამ ქვრივიშვილი - ყველა სრულად ვაქცინირებული გიდი უსასყიდლოდ ისარგებლებს ისეთი სახელმწიფო სერვისებით, როგორიცაა მუზეუმი, დაცული ტერიტორიები და ზამთრის კურორტების საბაგიროები

მარიამ ქვრივიშვილი - ყველა სრულად ვაქცინირებული გიდი უსასყიდლოდ ისარგებლებს ისეთი სახელმწიფო სერვისებით, როგორიცაა მუზეუმი, დაცული ტერიტორიები და ზამთრის კურორტების საბაგიროები

access_time2021-08-24 20:00:00

ყველა სრულად ვაქცინირებულ გიდს უსასყიდლო წვდომა ექნება სახელმწიფო სერვისებზე - მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებსა და ზამთრის კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის მოადგილის თქმით, ტურიზმის სექტორი ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ამ ინდუსტრიის აღდგენა და სწრაფი გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.



მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ამ პროცესში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ვაქცინაციას აქვს და სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინიტრის დავალებით, გასულ პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ტურიზმის კერძო სექტორთან ერთად აქტიური მუშაობა წარიმართა ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტის შემუშავების მიზნით.




„რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან ერთად შეჯერებული პოზიციით, დღეს უკვე მზად ვართ გაგიზიაროთ სტიმულირების პაკეტი, რომელსაც ვფიქრობთ დადებითი ზეგავლენა და მეტი მოტივაცია ექნება ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც ფაქტობრივად, ფრონტის წინა ხაზზე არიან, ვინაიდან მათ უწევთ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებთან ხშირი შეხება, მობილობა მაღალია და პირველ რიგში, მათი და ქვეყნის საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დარგში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა, თუ არა 100 პროცენტი იყოს ვაქცინირებული. ჩვენ მიერ შემუშავებული სტიმულირების პაკეტის ფარგლებში, ყველა გიდი, რომელიც სრული ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში - სექტემბერსა და ოქტომბერში სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის იგულისხმება მუზეუმი, დაცული ტერიტორიები და ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები, სრულად უსასყიდლოდ ისარგებლებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა სრულად ვაქცინირებული გიდი ამ ობიექტებზე შევა უსასყიდლოდ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.



მისი თქმით, გიდებს ამ ობიექტებზე ხშირად უწევთ ვიზიტი, რაც კონკრეტულ ფინანსებთანაა დაკავშირებული და შესაბამისად, დარგთან ერთად შედგა შეთანხმება, რომ ეს იქნებოდა დიდი სტიმულირება.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა კულტურის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს, რომელთაც თავის მხრივ პროექტში ჩართვის მზაობა გამოთქვეს და მუზეუმებისა და ნაკრძალების ტერიტორიაზე მომდევნო ორი თვის განმავლობაში შესვლა ვაქცინირებულ გიდებს უსასყიდლოდ შესთავაზეს.








დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up