მარიამ ქვრივიშვილი-„ ვაგრძელებთ პროდუქტიულ თანამშრომლობას, რომ ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად იმ ჩვეულ ნორმას დაუბრუნდეს, რაც ძლიერ კერძო სექტორს გულისმობს“

მარიამ ქვრივიშვილი-„ ვაგრძელებთ პროდუქტიულ თანამშრომლობას, რომ ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად იმ ჩვეულ ნორმას დაუბრუნდეს, რაც ძლიერ კერძო სექტორს გულისმობს“

access_time2020-07-14 10:05:12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.


დარგთან შეხვედრაზე სასტუმროები, ტურისტული ასოციაციები და ტუროპერატორები იყვნენ წარმომადგენლები.
„ჩვენ ვაგრძელებთ კერძო სექტორთან შეხვედრებს, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. შეხვედრა, რომელიც ორმხრივ დიალოგზე იყო დაფუძნებული საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული გამოდგა. ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, მათ შორის როგორ მოხდება უცხო ქვეყნის მოგზაურების საქართველოში შემოსვლა, როგორ მუშაობს პროტოკოლები, ასევე როგორ მოქმედებს კერძო სექტორი, მას შემდეგ რაც ევროკავშირის 5 ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში უპირობოდ მოგზაურობის უფლება მიეცათ. შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ შიდა ტურიზმის სტიმულირების შესახებ.


მოხარულები ვართ, რომ სასტუმროების, მცირე ბიზნესის მხრიდან გვაქვს პოზიტიური უკუკავშირი, ეს განსაკუთრებით ეხება რეგიონებს, რადგან კერძო სექტორის წარმომადგენლები უკვე ხედავენ შიდა ტურიზმის ნაკადების გაზრდის ღირებულებას მათი ბიზნესის კუთხით. შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ ახალი პროექტების შესახებ, რომელთა დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობა მუშაობს და შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ერთობლივ, პროდუქტიულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომ ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად დაუბრუნდეს იმ ჩვეულ ნორმას, რაც ძლიერ კერძო სექტორს გულისხმობს.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



შეხვედრაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები იმ წესებს და რეგულაციებს გაეცნენ, რომელიც ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე გავრცელდება, ვისთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ ინფორმაციას სპეციალური ელექტრონული პლატფორმებისა და აპლიკაციის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ბიზნეს ვიზიტორები ისარგებლებენ.





ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...


მსგავსი სიახლეები

up