მარიამ ქვრივიშვილი -ქართულ ავიაბაზარზე უზბეკეთის ავიახაზების  შემოსვლა ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

მარიამ ქვრივიშვილი -ქართულ ავიაბაზარზე უზბეკეთის ავიახაზების შემოსვლა ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

access_time2019-07-17 20:00:22

უზბეკეთის ავიახაზების ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლა ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, უზბეკეთი საინტერესო ტურისტული ბაზარია და საქართველო აპირებს აქტიური კამპანია დაიწყოს ამ მიმართულებით.


„ახალი ავიაკომპანიების ჩვენს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას. ჩვენ ვაპირებთ აქტიური კამპანია დავიწყოთ უზბეკეთის ტურისტულ ბაზარზე, ეს არის ახალი და ძალიან საინტერესო ტურისტული ბაზარი. ჩვენ უზბეკეთში ივლისსა და აგვისტოში ჩავატარებთ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


უზბეკეთის ავიახაზებმა (Uzbekistan Airways) ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ავიარეისის შესრულება დაიწყო. ტაშკენტიდან თბილისში ჩამოსულ 180 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები და უზბეკეთის ელჩი დახვდნენ.



პირველი ავიარეისით იმგზავრა უზბეკეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა.


ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს უზბეკეთის ავიახაზები (Uzbekistan Airways) ზაფხულის სეზონზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას შეასრულებს. ავიაფრენები Airbus 320/ Boeing 757 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.


სტატისტიკური მონაცემებით უზბეკეთიდან საქართველოში 2019 წლის 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 185 პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.


1tv.ge





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up